პროკურატურა ვანო მერაბიშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 17:11, 11 Aug, 2014     1711

მთავარი პროკურატურა შს ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ სააპელაციო სასამრთლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ე.წ. „26 მაისის“ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - დაზარალებული მომიტინგეების ჩვენებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, მათი წარმომადგენლების შეფასებები და 26 მაისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილმა, მიტინგების გაგრძელების თავიდან აცილების მიზნით, გასცა უკანონო ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და მათი მასობრივი დაკავების შესახებ. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ალყაში მოქცეული მომიტინგეების მიმართ გამოიყენეს ინტენსიური ძალადობა, რის შედეგადაც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, ხოლო რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

აღნიშნული საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 28 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ იყო გასული.


ნინი კაციტაძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42