თბილისის საქალაქო სასამთლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარიის მოწმეები იკითხებიან.
ერთ-ერთი მოწმე გურამ ჭინათავა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, ამბობს, რომ პროკურორები მას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
"ისეთ ზეწოლას ჰქონდა ჩემს მიმართ ადგილი საპატიმროში, რომ ბოლოს ვეღარ გავუძელი, და დავთანხმდი პროკურორ ზვიად ფხაკაძეს, რომ რასაც მეტყოდა იმას გავაკეთებდი. ადვოკატიც მათი იყო ვინმე საბანაძე, ისიც არანაკლებად მემუქრებოდა, იზოლირებული ვყავდით, არავის უშვებდნენ ჩემთან გარდა პროკურატურის ჯიბის ადვოკატისა, თუმცა როდესაც სასამართლოზე მიმიყვანეს, იქ განვაცხადე სიმართლე, ყველაფერი მოვყევი თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა სასამართლო დარბაზიდან გამიყვანეს, სასამართლოს შენობაშივე სასიკვდილოდ მცემეს, როგორც მერე გავიგე "სუს-ის თანამშრომლები იყვნენ", - აცხადებს ჭინათავა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარის 7 მოწმე დაიკითხება.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






