ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიებას ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. ეროსი კიწმარიშვილის ავტოფარეხის დათვალიერებას, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ესწრებოდა, სწორედ ამის შესახებ ესაუბრა ექსპერტი „კვირის ქრონიკას“:
„ნამდვილად აღმოჩნდა ახალი ნიმუშები, მაგრამ გამოძიებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი. ყველა შევთანხმდით, რომ არ გახმაურდეს ინ ნამცეცები, რაც ამოვკრიფეთ.
ვერც მიახლოებით ვერ გეტყვით რა აღმოვაჩინეთ, მე პირადად უფრო დამაფიქრა ამ ახალმა დეტალებმა. სანამ დასკვნები არ არის ვერ ვამბობთ ვერაფერს და არაპროფესიონალურია, დასკვნების გარეშე, თვითმკვლელობაზე საუბარი, თვითმკვლელობის ალბათობა ხომ ვიცით, რომ ისედაც მცირეა, ამის თეორიული შანსი არსებობს და ეს ადრეც მითქვამს. ამ ახალმა დეტალებმა ჩემთვის გაართულა რაღაცები. თვითმკვლელობის ვერსიას ნამდვილად არაფერი მოუმატა“, - აცხადებს ექსპერტი.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






