ინფორმაციას"რია ნოვოსტი" ავრცელებს.
,,მიმაჩნია, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია, აუცილებელია მისი გადაწყვეტა კომპრომისებს ეფუძნებოდეს, იმ პრინციპებს, რომელიც გაეროს თანათავმჯდომარემ შემოგვთავაზა“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
,,აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს გაეროს 4 რეზოლუციაზე. მე მაქვს შეკითხვა ბატონ ალიევთან, ამ ოთხი პუნქტიდან რომელი შეასრულა აზერბაიჯანმა? ერთადერთი მას სომხეთი ასრულებს, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას. თუ ჩვენ მუდმივად ურთიერთობრალდებეში ვიქნებით, ვფიქრობ ეს კონფლიქტი კიდევ დიდხანს ვერ მოგვარდება“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
,,მე მადლობელი ვარ, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ საკითხის გადაწყვეტით. მისი გადაწყვეტა სომხეთის ეროვნულ ინტერესებში შედის“, - მიმართა სომხეთს პრეზიენტმა ვლადიმერ პუტინს.
ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად დღეს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეიში" გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






