"რუსეთი რამოდენიმე დღის განმავლობაში ამზადებდა ასეთ პროვოკაციას:
- რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინისკენ მიემართება ვითომ "ჰუმანიტარული დახმარება", რომელსაც აცილებს "სამშვიდობო კონტინგენტი".
- ამავე დროს შეიქმნებოდა პროვოკაციული სიტუაცია უკრაინის საზღვართან, რომლის დროსაც უკრაინული არმია იძულებული იქნებოდა ცეცხლი გაეხსნამ, რათა თავიდან აეცილებინა საკუთარი საზღვრის არასანქცირებული გადმოკვეთა.
- რუსეთი, "ჰუმანიტარული მისიის" დახმარების საბაბით, საკუთარ თავს მშვიდობისმყოფელად" აცხადებს და ჯარები შეყავს უკრაინაში.
როგორ განვითარდა მოვლენები 8 აგვისტოს?
უკრაინამ, როგორც ჩანს, შეიტყო ამ გეგმის შესახებ და გააფრთხილა კრემლი, რომ უკრაინის საზღვრის ნებისმიერი ფორმით გადმოკვეთა აღიქმებოდა როგორც პირდაპირი აგრესია, შეჭრა და ოკუპაცია და უკრაინა ადეკვატურ პასუხს გასცემდა საპასუხოდ.
მიუხედავად ამისა, რუსეთმა 8 აგვისტოს დაძრა კოლონა უკრაინის საზღვრის მიმართულებით.
მიხვდა რა, რომ სიტუაცია ომის პირას იყო, უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ შექმნა ოპერატიული შტაბი და დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის ლიდერებსა და აშშ პრეზიდენტთან.
უკრაინის მიმართულებით კოლონების გადაადგილება დაფიქსირდა თანამგზავრების მეშვეობით.
კრემლი გააფრთხილეს, რომ მთელი მსოფლიოს მიერ ეს პროვოკავია აღქმული იქნებოდა, როგორც უკრაინაში უკანონო შეჭრა .
უკრაინამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თავად აღმოუჩენდა ჰუმანიტარულ დახმარებას იმათ, ვისაც ის სჭირდება.
გარდა ამისა, კრემლმა მიიღო განმარტება, რომ თუ მას ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა უნდა, უნდა დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ნორმები - უნდა შეათანხმოს დახმარების სია და მიწოდების წესი, ამასთან არანაირი სამხედრო გამცილებლები კოლონას არ სჭირდება.
8 აგვისტოსვე, რუსეთის მოთხოვნით, გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც ჩურკინი ითხოვდა გაეროს გაეცა სანქცია უკრაინაში გაგზავნილიყო ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო გამცილებლების თანხლებით. უშიშროების საბჭომ ეს წინადადება არ მიიღო.
8 აგვისტოს, 23:45 სთ-ზე შუსტერის გადაცემაში მოვიდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვალერი ჩალი, რომელმაც განაცხადა, რომ მიუცედავად უკრაინისა და მთელი მსოფლიოს პროტესტისა კრემლი შეეცადა უკრაინაში სამხედრო კოლონა შეეყვანა, ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ. მიღებული ზომების შედეგად რუსეთმა კოლონა შეაჩერა, პროვოკაცია არ შედგა, ლავროვი ირწმუნება, რომ ეს ოპერაცია აღარ ჩატარდება.
ფაქტიურად შეჩერებულ იქნა ომი, რიმელიც სამხედრო კონფლიქტში უამრავ ქვეყანას ჩაითრევდა.
შეგახსენებთ, რომ 08.08.08-ში დაიწყო ომი საქართველოსთან, ხოლო პუტლერს, როგორც ყველა დიქტატორს უყვარს თავისი აქციები გარკვეულ თარიღებს დაამთხვიოს.
პუტლერს ომი და სისხლი სწყურია..."
მასალის გამოყენების პირობები






