ბრიტანელი ექიმები თვლიან, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა ასაკოვან ადამიანებში გონებრიც დაქვეითებას იწვევს.
მათ ამ მიზნით 1650 ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთა ასაკიც 65 წელს აღემატებოდა. ისინი, რომელთა ორგანიზმშიც D ვიტამინის ნაკლებობა აღინიშნებოდა, სხვებთან შედარებით მეტად იყვნენ გონებრივად დაქვეითებულნი.
სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში დღეს 800 000-ზე მეტი ასაკოვანი ადამიანი იტანჯება ამ სინდრომით და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი 2020 წლისთვის მილიონს მიაღწევს.
როგორც ცნობილია, D ვიტამინი ჭარბად მოიპოვება თევზის პროდუქტებში, განსაკუთრებით თინუსში, კალმახში, ქაშაყში, სარდინებში, ასევე ძროხისა და ღორის ღვიძლში, კვერცხში, რძის პროდუქტებში. ასევე, D ვიტამინი ადამიანის სხეულში მზის სხივებიდან კანის გავლით ხვდება.
კვლევებით დადგინდა, რომ ასაკოვანი ადამიანების კანი უკვე ვეღარ გარდაქმნის წარმატებით მზის სხივს D ვიტამინად, ასე რომ ბუნებრივას წარმოიქმნება მისი ნაკლებობა ორგანიზმში.
თუმცა, ექიმები ჯერჯერობით ბოლომდე დამაჯერებლად არ ამბობენ, რომ ასაკოვანი ადამიანისთვის აუცილებელია D ვიტამინის დამატებით მიღება სხვადასხვა პრეპარატის სახით, რადგან მისი ჭარბად არსებობა ადანიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების გამომწვეი შეიძლება გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები