სამართიანი არჩევნები საკრებულოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს აქვეყნებს
საზოგადოება - 19:04, 21 Dec, 2012     445
რომელიც მათივე ოფიცალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ,,ნიუპოსტი’’ უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ ანგარიშს.

 

,, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წარმოდგიდგენთ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის პირველ ანგარიშს.

 

მონიტორინგი, რომელიც საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ცხადყოფს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 31 გამგებელმა, მათგან 29-მ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა - საკრებულოს გადაწყვეტილებით. ამავე პერიოდში თანამდებობა დატოვა 16 საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის 14-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ორმა - საკრებულოს გადაწყვეტილებით.

 

პირადი განცხადებით თანამდებობის დატოვების დროს, როგორც წესი, ყოფილი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს, ხოლო მიზეზად ძირითადად სახელდებოდა ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობები, ცენტრალური ხელისუფლების ცვლილება და საპროტესტო აქციების გამო ვითარების ესკალაციის თავიდან აცილება. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში საუბრობენ  ყოფილი თანამდებობის პირები საჯაროდ და ღიად მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობების საკრებულოების უმეტესობაში კვლავაც უმრავლესობას წარმოადგენს, მათ მიერ არჩეული ახალი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან, რაც ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, მიიღეს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილებები საკრებულოს წევრებმა ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში.

 

საკრებულოს მიერ თავმჯდომარეების გათავისუფლების ფაქტები გარკვეულ შემთხვევებში განპირობებულია იმით, რომ ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საკრებულოებში უმრავლესობის ფრაქცია დატოვეს და ახალი ფრაქციები ჩამოაყალიბეს, რომლებიც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად იქცნენ. აღნიშნული ცვლილებების გამო საჩხერის, დმანისის, ახალციხის საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს უმრავლესობას.

 

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში გამგებლების დანიშვნა დაჩქარებული წესით ხორციელდებოდა, რაც საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზი ხშირად ხდებოდა.

 

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ისინი, როგორც წესი, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მსგავსი აქციები დღემდე სულ 16 მუნიციპალიტეტში გაიმართა, აქედან 11  შემთხვევაში საზოგადოების პროტესტმა უკანონო ფორმა მიიღო, რაც გამოიხატა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, შენობაში შეჭრასა და სხდომის ჩაშლაში, შენობების  ბლოკირებაში.

 

გამგებლების შეცვლის შემდეგ 7 მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინეს. ხშირ შემთხვევაში მიზეზად სტრუქტურული რეორგანიზაცია, ან კადრების გადაჭარბებული რაოდენობა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ  ძირითადად ახალმა გამგებლებმა შეცვალეს მოადგილეები და სამსახურის უფროსები. ტერიტორიული ორგანოს ყველა რწმუნებული შეიცვალა კასპში, დედოფლისწყაროში, საჩხერეში.

 

არჩევნების შემდგომ 2 გამგებლისა და 2 საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

„სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ მოქალაქეთა საპროტესტო აქციები ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით განპირობებულია მათი მოლოდინით, რომ ხელისუფლების ცვლილებას ცენტრალურ დონეზე ბუნებრივად უნდა მოჰყვეს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაც და ადგილობრივ დონეზეც გადაწყვეტილების მიმღებები პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ უნდა გახდეს.

 

აღნიშნული განწყობა, ერთის მხრივ, განპირობებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და ფუნქციების არასწორი აღქმით, რასაც ხშირ შემთხვევაში  თვითმმართველობის თანამდებობის პირების საქმიანობა განაპირობებდა. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში თვითმმართველობის თანამდებობის პირები აღიქმებოდნენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ადგილობრივ დონეზე. აღნიშნულს ხელი შეუწყო იმანაც, რომ საარჩევნო კოდექსი გამგებლებს, რომლებიც თავიანთი არსით კონკურსის წესით დანიშნული საჯარო მოხელეები არიან, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსს ანიჭებს, რის გამოც წინასაარჩევნო კამპანიის შეუზღუდავი უფლებამოსილებებით სარგებლობდნენ. ამასთანავე, სამწუხაროდ, ხშირად თვითმმართველობის მოხელეები და თანამდებობს პირები პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა მიმართ ახორციელებდნენ ისეთ უკანონო ქმედებებს, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა, ზეწოლა, ადმინისტრაცული რესურსის გამოყენება და ა.შ.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ვთვლით, რომ მსგავსი პრეცედენტები არ ამართლებს იმ უკანონო ზეწოლის ქმედებებსა და ძალადობას, რაც მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება. სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია კვლავაც გრძელდება და ხელისუფლება არ იღებს ეფექტურ ზომებს მათი პრევენციისათვის. ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობებში ძალაუფლების ცვლილებების პროცესი მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათი ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირება.

 

მიგვაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში. მიგვაჩნია, რომ მერებისა და გამგებლების არჩევითობა არის ერთ-ერთი გზა, რათა თვითმმართველობის თანამდებობის პირთა მიმართ გაიზარდოს მოქალაქეთა ნდობა და აღნიშნული ინსტიტუტები უფრო სტაბილური გახდეს’’-ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მონიტორინგის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42