"სადახლოზე" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 წლით პატიმრობა მიესაჯათ
სამართალი - 17:05, 08 Aug, 2014     3521

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მომხდარი ექვსი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულების არჩილ გოგიშვილის, გიორგი ნავერიანის, ზურაბ კუხალაშვილის და შოთა ჭელიძის საქმის არსებითი განხილვა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე“ და მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღებით უკანონოდ შეიარაღებული არჩილ გოგიშვილი, გიორგი ნავერიანი, ზურაბ კუხალაშვილი და შოთა ჭელიძე სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, მოკვლის მიზნით თავს დაესხნენ ექვს პირს. მათ ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებული გასროლით ადგილზე მოკლეს გიორგი ფირანიშვილი და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს მერაბ კალანდაძეს, რომელსაც იმავდროულად ჯგუფის დაუდგენელმა ერთ-ერთმა წევრმა განზრახ შეაჯახა ავტომანქანა, რამაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია. ასევე, მძიმედ დაიჭრნენ მამა-შვილი მარად მუკბანიანი და დილარ მუკბანიანი, ხოლო ბესო კეიდიას და ილია ბალიაურის მიმართულებით ნასროლმა ჭურვებმა მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ მათი ავტომანქანები დააზიანა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42