„ნატო არასდროს გეგმავდა შეექმნა სამხედრო ბაზები უკრაინაში და არასდროს არ გეგმავდა თავსდასხმოდა რუსეთს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია „ინტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს უბრალოდ სასაცილო ბრალდებაა. ჩვენ არასდროს არ ვგეგმავდით უკრაინაში სამხედრო ბაზების შექმნას და არასდროს არ ყოფილა ჩვენს გეგმებში რუსეთზე თავდასხმა. 1997 წელს რუსეთმა და ნატო-მ საერთო დოკუმენტი მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არასდროს არ ჩავთვლით და არასდროს დავემუქრებით ერთმანეთს. ნატო ზედმიწევნით ასრულებს ამ დოკუმენტის პირობებს და მე ვიმედოვნებ, რომ რუსეთიც ასე მოიქცევა“, - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, როცა ნატო კითხულობს რუსეთის სამხედრო დოკუმენტებს, მაშინ ხვდება, რომ რუსეთი ალიანსს მტრად თვლის.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






