NATO-ს ინფორმაციით, წერს ავტორი, რუსეთს უკრაინის საზღვართან დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რომელსაც მხარს სპეცრაზმელთა მეთაურები და ინსტრუქტორები, ტანკები და ავიაცია უმაგრებს. სატრანსპორტო საშუალებები უკვე მარკირებულია "მშვიდობისმყოფელთა" ნიშნებით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვლის, რომ სწორედ "მშვიდობისმყოფელი მისია" იქნება უკრაინაში შეჭრის საბაბი.
ეს გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე სსრკ-ს შეჭრა ავღანეთში 1980 წელს. ის "კოლონიური ომი " იყო. საბჭოთა კავშირი ფრთხილი იყო, პუტინი - ექსპანსიონისტია და გაცილებით არაპროგნოზირებადი. ამასთან, იგი შოვინისტური ციებცხელების ტყვეობაშია, რომელსაც თავადვე აღვივებს. მან თავიდანვე განაცხადა, რომ მიიღებს ყველა ზომებს, რომ უკრაინა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს. ახლა მხოლოდ ღია ომს შეუძლია მისი ამ სურვილის ასრულება, მაგრამ ოუტინი ისე მოიქცა, რომ "მოახერხა" უკრაინა მტრად ექცია, - წერს სტატიის ავტორი.
"ხალხს ეგონა, რომ რუსეთი ომის ზღვარზე ბალნსირებდა, თამაშობდა, რომ ქვეყანაში პრაგმატიზმი გაიმარჯვებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი უარესობისაკენ მიდის. ეს ყველაფერი შეიძლება კონტროლიდან გავიდეს, აქ არაფერია გამორიცხული," - აცხადებს კომპანია Macro Advisory-ის წარმომადგემელი მოსკოვში კრის უიფერი. "ლიკვიდურობის კრიზისი მალე მთელ სისტენას მოიცავს. ბაზარი დახურულია. არცერთ რუსულ კომპანიას არ შეძლია აიღოს სესხი დოლარში, ევროსა თუ იენაში და ეს უკვე ერთი თვე გრძელდება."
კრემლის ავანტიურაში ყველაფერი აირია. უკრაინის აღმოსავლეთი არ აღდგა პუტინის მიერ მართული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომელთაც ისედავ ცხადია მოსკოვის აგენტურა, ФСБ-სა და ГРУ-ს აპარატი მართავს. ეს ე.წ. ორგანიზაციები უკვე მთელმა მსოფლიომ, მათ შორის გაერომაც, აღიარა როგორც ადამიანის უფლებების მასიური დამრღვევი, ხალხის სისტემატიური დაშინებისა და დასჯის გამოყენებით მოქმედი ორგანიზაციები (საუბარია ე.წ. "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებზე" - "ნიუპოსტი").
პუტინმა ვერ მოახერხა მთავარი, ვერ შესძლო აშშ-სა და ევროკავშირის წაჩხუბება, ვერ გაუკეთა ევროკავშირს პარალიზება სხბადასხვა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდების მეთოდით. გერმანია არ წავიდა გარიგებაზე, მიუხედავად იმისა რომ მისი 6000 მდე კომპანიაა რუსეთში. პირიქით იგი ევროპელთა საერთო სანქციებზე წინ წავიდა და რუსეთთან 100 მილიონევროიანი სამხედრო პოლიგონის მშენებლობის კონტრაქტი შეაჩერა. კვიპროსმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა და ავსტრიამ ჩუმად მიბაძეს ევროკავშირს მესამე დონის სანქციების შემოღებისადმი მხარდაჭერაში. ვერავინ გაბედა ვეტო დაედო სანქციებისათვის, რომელიც იზოლირებას უკეთებს რუსულ ბანკებს გლობალური ფინანსური არეალიდან, ბლოკავს რუსეთში ტექნოლოგიების შეტანას, რაც ასე აუცილებელია რუსეთის მიერ არქტიკაში არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების ან ფიქალის საბადოების დამუშავებისათვის და სხვა.
აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახორციელებს ნელ მეთოდურ ექსპანსიას, რაც ასე აწყობს ევროპას - ვაშინგტონი რომ აჩქარებულიყო, შესაძლოა მიგვეღო ტრანსატლანტიკური კრიზისი.
ახლა პუტინი ევროკავშირის, აშშ-ს, კანადისა და ავსტრალიის დრაკონულ ეკონომიკურ სანქციებს შეეჯახა და აქ მეთოდი "კბილი-კბილისა წილ", ვერ გაამართლებს - სიტუაცია არათანაბარია, რუსეთის ეკონომიკა ძლივს თუ შეედრება კალიფორნიის ეკონომიკას.
რუსეთს ისიც კი არ შეუძლია, რომ საბჭოთა ავტარკიული ეკონომიკური სისტემა დაამყაროს - იგი გლობალური ფინანსებითაა შებოჭილი.საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი უნდა გაიღოს, ორი ათწლეულის განმავლობაში, რომ უბრალოდ შეაჩეროს ნავთობისა და გაზის მოპოვება. რუსეთის სახელმწიფო და კერძო კომპანიების ვალი 610 მილიარდი დოლარია.
რა თქმა უნდამ რუსეთში უშუალო კრიზისი ჯერ არ იგრძნობა - რუსულ კომპანიებს 130 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული ხელზე აქვთ, ცენტრობანკი ირწმუნება, რომ გამოყოფს 470 მილიარდს ე.წ. მ,ეორე დონის დაცვის მიზნით, ასე რომ რუსეთშ შეუძლია იფაფხუროს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს თანდათანობით გაგუდვას ჰგავს.
პუტინს არ შეუძლია შეწყვიტოს ევროპისათვის ენერგომატარებლების მიწოდება, ეს რუსეთს რამოდენიმე თვეში დააჩოქებს. გარდა ამისა ნავთობი და გაზი ყველგან შეიძლება შეიძინო.
კრემლი გარკვეულ წილად იმედებს ამყარებს БРИКС-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) თანხმობაზე, როდესაც იგი ევროპასთან ღია დაპირისპირებაში შევა და იმედებს ჩინურ კაპიტალზე ამყარებს, რიტაც აპირებს დასავლური ფულის კომპენსაცია მოახდინოს. მაგრამ ეს აუხდენელი ოცნებაა - ჩინეთმა მკაცრი გარიგება დადო და Газпром-ის მომავალი მილსადენის მშენებლობაზე და გაინაღდა 1000 კუბომეტრი გაზი 350 დოლარად, რაც ოდნავ მეტია გაწეულ ხარჯებზე. ამასტან არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი და რუსეთი კონკურენტები არიან ცენტრალურ აზიაში, სადაც ჩინეთი კატასტროფული სისწრაფით აშენებს თავის მილსადენებს., რომელიც არღვევს რუსულ მონოპოლიას. ასევე ჩინეთს გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთთან, რომელმაც მას მიწები წაართვა 19-ე საუკუნეში.
ყველაფერი კარგად რომ აეწყოს და პუტინის სტრატეგია ჩინეთთან ევრო-აზიური კავშირის შექმნის შესახებ წარმატებული გამოდგეს, ეს საბოლოოდ რუსეთს ჩინეთის ვასალად აქცევს, ნედლეულის მიმწოდებლად და ქვეყნად, რომლის განვითარების მოდელი ცამორჩენილობისთვისაა განწირული. ეს სახიფათო ილუზიაა.
პუტინი გაიყინა "ცივი ომის" ეპოქაში, იგი ყრუა ევროპული მმართველობის სისტემაში არსებული ცვლილებებისადმი. პუტინი შეპყრობილი იყო მშვიდად განწყობილი ევროპის საფრთხის შიშითმ ჩაერთო აბსოლუტურად არასაჭირო კონფლიქტში და შედეგად მან საკუთარი ქვეყანა უფრო დიდი საფრთხეს - ჩინეთს მიუგდო, რომელიც აუცილებლად გამოიყენებს თავის შანსს, კიდევ უფრო დაასუსტოს რუსეთი,
პუტინმა არასწორად გათვალა, მას აქვს გადანწყვეტი ძალა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ. იკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა არაა, შეიძლება დასავლეთმა არ გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და დაიპყროს "ნოვოროსია" - აღმოსავლეთ უკრაინა. თუმცა... ეს მისი უკანასკნელი, სასიკვდილო კარტია!
მასალის გამოყენების პირობები






