უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ანდერს ფოგ რასმუსენი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. რასმუსენი უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის დაჯილდოვდა.
დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, რასმუსენი დაჯილდოვდა „უკრაინასა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისი ურთიერთობის გაფართოების საკითხში შეტანილი წვლილის გამო“.
„მრავალი წლის განმავლობაში თქვენ იყავით და რჩებით უკრაინის მეგობრად“, - განუცხადა პოროშენკომ რასმუსენს.
„მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის მამაცობით თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს“, - აღნიშნა თავისმხრივ ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






