_მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ტარდებოდა განათლების სისტემაში, იყო მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ განათლების ხარსიხი დიდწილად არის დამოკიდებული მასწავლებლების კვალიფიკაციაზე. ჩვენ, ბუნებრივია, 90-იან წლებში ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ ამ მიმართულებით მუშაობაზე და ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, სააკაშვილის მმართველობის პირობებში, რომ ხელი შეგვეწყო მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. 2010 წელს დაიწყო ფუნდამენტალური რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც თავისთავად ნიშნავდა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლების მიღებას. ეს სიტემა იყო აგებული სასერტიფიკაციო გამოცდებზე, სტიმულირებაზე და მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგებზე. სახელმწიფომ განათლების სამინსიტროს სახით აიღო ვალდებულება თავის თავზე, რომ უფასოდ დაეხმარებოდა მასწავლებლებს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში, ამისთვის მოვსაწარით ჩვენ თბილისის და ქუთაისის მასწავლებლის სახლის აშენება და დაწყებული იყო ზუგდიდის და ახალცილის მასწავლებლების სახლი მშენებლობაც. ამისთვის ტარდებოდა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელსაც ატარებდა ,,NAEC“-ი, მაია მიმინოშვილის ცენტრი და ამისთვის იყო შექმნილი ფულადი სტიმულირების სისტემა, რომელიც აძელვდა შესაძლებლობას მასწავლებლებს, რომ მიეღოთ ათასლარიანი და უფრო მეტი ხელფასი. თუ მასწავლებელი აბარებდა სასერტიფიკაციო გამოცდებს, მას ჰქონდა დანამატი, ამის შემდეგ ინგლისურსა და კომპიუტერში ასევე სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო 1000 ლარიანი ხელფასი, ამასთან, ლაბორატორების გამოყენების შესაძლებლობა აძლევდა კიდევ დანამატის მიღების საშუალებას და ა.შ.
_სულ რამდენი მასწავლებელი იყო სერტიფიცირებული და დაახლოებით, რამდენი იღებდა 1000-ლარიან ხელფასს?
_2012 წლის მონაცემებით, ყოველი მესამე მასწავლებელი უკვე იყო სერტიფიცირებული, აქედან 25%-ს ჰქონდა 1000-ლარიანი ხელფასი, რაც დამერწმუნებით, საკმაოდ კარგი ფინანსურ-მატერიალური სტიმულია კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. იყო გაწერილი გეგმა, თუ როგორ ხდებოდა შემდგომი ორი წლის განმავლობაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება. ანუ მატარებელი იდგა ლიანდაგზე, იყო დაქოქილი, დენი მიეწოდებოდა მატარებელს და ერთადერთი რაც იყო საჭირო, მატარებელი არავის არ უნდა გაეჩერებინა. სამწუხაროდ, მარგველაშვილმა და სანიკიძემ 2012 წელსვე გააჩერეს მშენებლობა თელავის, ზუგდიდის და ახალციხის მასწავლებელთა სახლების, ამას მოჰყვა ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არავის არაფერი უკეთებია მასწავლებელების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს სანიკიძემ გამოაცხადა, რომ საერთოდ უქმდება მასწავლებელთა ხარისხის ამაღლების პროგრამა და მის ნაცვლად განათლების სამინისტრო სთავაზობს საზოგადოებას ახალ პროგრამას.
_განათლების მინისტრი საუბრობს, რომ აქამდე მასწავლებელი ფასდებოდა არაადექვატურად გამოცდის მეშვეობით, ხოლო ახლა სამინისტრომ შეიმუშავა ყველაზე ოპტიმალური მოდელი, რომელიც მინისტრის თქმით ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მასწავლებლის განვითარებას, არამედ მის კარიერულ წინსვლას. რა მოდელზე შეიძლება საუბრობდეს თამარ სანიკიძე და რატომ თვლის სამინსიტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომ თქვენს მიერ შემუშავებული სისტემა არაადექვატურად აფასებდა პედაგოგებს?
_ახალი მეთოდზე, რაზეს ქალბატონი სანიკიძე საუბრობს, ეს არის საბჭოური მოდელი მასწვლებლების კვალიფიკაციის, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებს დღესაც რუსეთი და რუსეთის განათლების სისტემის მიღწევები დღეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ დაბალ დონეზეა. რას გულისხმობს ეს სიტემა, ანუ საზოგადოებამ რომ გაიგოს, რას ვაკეთებდით ჩვენ და რას სთავაზობს სანიკიძე, კერძოდ, ჩვენი სისტემა მასწავლებლის კვალიფიკაციის იყო დაფუძნებული სამ კონპონენტზე, პირველი ეს იყო ხელშეწყობა, ტერინინგები მასწავლებლებისთვის, იყო ფინანსური სტიმული და მესამე - ანონიმური შეფასება მასწავლებლის კვალიფიკაციის, რომელსაც ის გადიოდა ეროვნული შეფასების ცენტრში. რა თქმა უნდა, გამოცდით ვერ შეაფსებ ყველაფერს, ყველა კომპონენტს, ეს არის გამოცდის მინუსი, მაგრამ ამ მინუსის კომპენსაცია ხდება იმით, რომ ეს სისტემა არის ანონიმური, სადაც დაუშვებელია კორუფციული და ნეპოტისტური გარიგებები. რასაც სთავაზობს დღეს სანიკიძე, არის დამოკიდებული იმაზე, რომ დღეს განათლების სამინისტროს გაუგებარი ჩინოვნიკები დაიწყებენ მასწავლებლების შეფასებას, რაც ნიშნავს, რომ დაბრუნდება ნეპოტიზმი, კორუფცია, მეგობრობით დაწერილი შეფასებები და ფულის აღება, აი ამას აბრუნებს განათლების სისტემაში მავნებელი სანიკიძე.
_თქვენი აზრით, როგორ უნდა შეამოწმოს, კონკრეტულმა ჩინოვნიკმა მასწავლებელი? სანიკიძე აცხადებს, რომ მასწავლებელი ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც, მინისტრის ციტატას მოვიყვან: ,,დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ისე კარიერული წინსვლა - კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და შესაბამისად, სახელფასო მოტივაცია“.
_როგორ მოხდება შემოწმება, სანიკიძე ამას არ აკონკრეტებს. როგორც ხედავთ, ის ამბობს, რომ შევიმუშავეთ სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება მასწავლებელების შეფასება. ესეც ბუნდოვანია, ძალიან ბევრი მასწავლებელი ამის თაობაზე ინფორმირებული არ არის, თუ რა კომპონენტები იქნება მათი შეფასების. მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რატომ ვაძლევთ ჩინოვნიკს იმის უფლებას, რომ შეაფასოს მასწავლებელი? კონკრეტული ადამიანები დაესწრებიან მათ გაკვეთილებს, დაესწრებიან მათ მუშაობას და ა.შ. კორუფციული სისტემა, რომელიც ჩვენ მოვსპეთ ეროვნულ გამოცდებში, აქამდე მუშაობს იმიტომ, რომ ის, ვიც ამოწმებს ბავშვის ნაშრომს, მან არ იცის ამ ბავშვის ვინაობა. საქართველოში ვცხოვრობთ, კარგად გვახსოვს ხომ რაც იყო წლების განმავლობაში გამოცდებზე. ყველა ყველას ნათესავი იყო, ვიღაც ახლობელი იყო, ადგილი ჰქონდა ფულის მიცემას და ჰყვაოდა კორუფცია. ეს მოისპო იმის გამო, რომ შემფასებლისთვის უცნობი იყო ვის აფასებდა. დღეს მავნებელი მინისტრი ამას ყველაფერს აბრუნებს, ოღონდ უკვე მასწავლებლების კუთხით. მე როგორც ვატყობ, ეს არ არის ბოლო მავნებლობა, რადგან პარლამენტში სერიოზულად განიხილავდნენ იდეას, რომ დააბრუნონ სპორტსმენების სიები, ნიჭიერი ბავშვების სიები და ეს იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო შევარდნაძის დროს, როცა უნივერსიტეტში ფეხბურთის და ჭიდაობის კვოტებით აბარებდნენ. ეს იყო პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის იდეა.
ჩვენი სისტემა იყო აგებული შემდეგ სქემაზე, მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი, ისევე როგორც იურისტის და ექიმის, ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭიროა სერტიფიკატი, რომ შეძლო მასწავლებლად მუშაობა, ამაზე იყო აგებული ჩვენი განათლების რეფორმა და როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვეხმარებოდით მასწავლებელს უფასოდ მომზადებულიყო გამოცდისთვის. ახლა სანიკიძის სისტემა აგებულია იმაზე, რომ შენ გაქვს რაღაც შკალა, რომელიც უნდა შეასრულო შენი კარიერული ზრდისთვის, ვიღაც მოვა და დაესწრება რაღაც ღია გაკვეთილს... ანუ ჩამოთვლილია გაუგებარი კრიტერიუმები, რომელიც უნდა შეასრულო იმისთვის, რომ მასწავლებლის კატეგორია იყოს ამაღლებული. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს არ ხდება ანონიმურად, ყველამ იცის ვინ არის ესა თუ ის პედაგოგი. გაკვეთილზე რომ შემფასებელი შემოდის, მან იცის ვის აფასებს და ბუნებრივია კორუფციის წყარო იქნება ძალიან დიდი. ეს იგივე სისტემაა, კომუნისტების დროს რომ ხდებოდა გაკვეთილებზე დასწრება.... ძალიან მარტივია ნგრევა, სანიკიძე მუშაობს მულტფილმის პრინციპით ,,სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდა...“ ამ ლოგიკით მუშაობს, დანგრევა ადვილია და მას ჰგონია, რომ აშენებას რა უნდა...
_როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტლება? მხოლოდ სანიკიძის მიღებული გადაწყვეტილებაა?
_მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე. 4 წელი ვმუშაობდი მინისტრად და მე ვაგებდი ყველაფერზე პასუხს, თუ ხარ მინისტრი, მაშინ რაც ხდება სისტემაში, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ შენ. კანონში ეწერა, რომ 2014 წლამდე უნდა დასრულდეს სერტიფიცირების პროცესი, 2 წელი სანიკიძეს არაფერი არ უკეთებია, თითი თითზე არ დაუდია და ეხლა მოვიდა 2014 წელი და გაახსენდა, რომ ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო და გადაწყვიტა, რომ საერთოდ გააუქმოს, რომ მას არ დაბრალდეს შემდეგ ყველაფერი. გასაგებია, რომ ვერ აკეთებ, მაგრამ ხომ შეიძლება რომ 2-3 წლით გააგრძელო ეს პროცესი და არ დაანგრიო? ბოლო ორი წელი მარგველაშვილი და სანიკიძე ერთად მუშაობდნენ და თუ ვერ გააკეთეს, ეს მათი პასუხისმგებლობის საკითიხა. ამას გარდა, მე მაქვს რიტორიკული შეკითხვა - იმ 1/3 მასწავლებელს, დაახლოებით 25 ათასს, რომელიც სერტიფიცირებული, რას ვეუბნებით? იმუშავეს, აიმაღლეს კვალიფიკაცია და დღეს ერთი ხელის მოსმით, არავის არ ჭირდება. ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან კვლავ არის განათლების სისტემის მიმართა ინტერესის ნაკლებობა, მაგრამ ამ ძალიან უგუნური ნაბიჯით მავნებელმა მინისტრმა სანიკიძემ განათლება, როგორც მინიმუმ, 5 წლით უკან გადაისროლა, ეს ერთი და მეორე, ეს ძალიან მავნე შედეგს გამოიღებს ჩვენი ბავშვების მომავლაზე და მათ განათლებაზე, ქვეყნის მომავლისთვის არის ზიანის მომტანი, რადგან ჩვენი ბავშვები არიან სწორედ ამ ქვეყნის მომავალი.
მასალის გამოყენების პირობები






