დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც დევიდ კემერონმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მიმართა.
ბრიტანეთის პრემიერი მათ თავდაცვისუნარიანობისა და მისიების გაძლიერებას სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საქართველოში.
"როდესაც ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებულ ძალებში საკუთარ ქვეყანაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა ქვეყნების პრატიკული დახმარებისთვის, რომლებსად სჭირდებათ უსაფრთხოების გაძლიერება. ავღანეთის მაგალითზე ვისაწვლეთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს სხვა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას. მინდა, უელსის სამიტზე შევთანხმდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, მაგალითად საქართველოსა და შუა აღმოსავლეთში ახალი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიებზე. რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე უნდა შევთანხმდეთ იმ ზომებზე, რომელიც გააძლიერებს ჩვენს უნარს, რომ სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ საფრთხეზე", - ნათქვამია დევიდ კემერონის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






