სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა
სამართალი - 11:35, 07 Aug, 2014     2581

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხიგებაში მისცა შპს „ჯეო მენეჯმენტის“ ყოფილი დირექტორი ირაკლი ებრალიძე და „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საწარმოთა მართვის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი ბაჩუკი ნოზაძე.

2012 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების „სახელმწიფო უზრუნველყოფის“, „სახელმწიფო უზრუნველოყოფის სერვისის“, „ივენთ პროტოკოლ ჯგუფის“ და „ჯეო მენეჯმენტის“ ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც დასრულდა 3 დღეში. ოთხივე საწარმო ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებას. სალიკვიდაციო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ გამოსცა ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთი ლიკვიდირებული ფირმიდან ამოღებულ იქნა 800 000 ლარი, რაც გადაირიცხა „ჯეო მენეჯმენტი“-ს კაპიტალში, შემდგომი მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით.

სალიკვიდაციო პროცედურები წარიმართა საქართველოს კანონდებლობის უგულველყოფით. გარდა ამისა, განზრახ დამალეს შპს „ჯეო მენეჯმენტის“ საბანკო ანგარიშზე 800 000 ლარის არსებობა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად თანხა დარჩა საბანკო ანგარიშზე. ამ დანაშაულებრივი სქემით საწარმოს ყოფილი დირექტორი და ლიკვიდატორი ირაკლი ებრალიძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და შპს „ჯეო მენჯემენტის“ საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის დიდ ნაწილს დაედო ყადაღა, შემდგომში კი მიქცეული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პასუხისმგებლობისაგან თავიდან დაღწევის მიზნით ირაკლი ებრალიძემ და ბაჩუკი ნოზაძემ თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც მათ მიმართ ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42