აზერბაიჯანში "მაესტროს" გადამღები ჯგუფი დააკავეს
სამართალი - 21:21, 06 Aug, 2014     2960

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღებმა ჯგუფმა ხუთ საათიანი დაკავების შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადმოკვეთა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე და ოპერატორი ბექა ფარჯიანი ყარაბაღთან ახლოს, აღდამის რაიონთან დააკავა.

„ჩვენ ვცდილობდით მივახლოვებოდით აღდამის რაიონს, სადაც მოვლენების ეპიცენტრია და ამ ადგილიდან რამდენიმე წუთის სავალზე პოლიციამ დაგვაკავა. გვითხრეს, რომ გზა ჩაკეტილი იყო და მოგვთხოვეს სპეციალური ნებართვა, რომელიც ჩვენ არ გვქონდა და ამის თაობაზე ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით. პოლიციელებმა გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით განყოფილებაში, რადგან არ გვქონდა აღნიშნული ნებართვა. მათ ვუთხრარით, რომ ჩვენი ამოცანა ადგილზე სიტუაციის დაფიქსირება იყო და პოლიციაში მას შემდეგ გავყვებოდით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ჩავწერდით. თუმცა ამის ნებართვა არ მოგვცეს. განყოფილებაში გვითხრეს, რომ არ ვიყავით დაკავებული, მოხდებოდა იდენტიფიცირება და შემდეგ გავვათავისუფლებდნენ. ერთი საათის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს, ჩამოგვართვეს საბუთები და ტელეფონი და გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულეთან ბრძოლის განყოფილებაში, სადაც ჩვენი დაკითხვა მოხდებოდა. როდესაც ბაქოში მივდიოდით, ისევ შეცვალეს გადაწყვეტილება და წამოგვიყვანეს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით. ვიკითხეთ, რომ ხომ არ იყო ეს დეპორტი, მაგრამ მათ გვითრეს, რომ ეს არ იყო დეპორტი. ჩვენ ვითხოვდით, რომ ბაქოში გავეშვით, მაგრამ გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ მიიღო, თუმცა ვინ იგულისხმეს ხელმძღვანელობაში, ეს არ გაგვიმხილეს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას ლევან ჩხაიძემ.

„მაესტროს“ გადამღები ჯგუფი აღდამის რაიონში სიტუაციის დასაფიქსირებლად ჩავიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღდამის რაიონში ყოველ ღამით სროლის ხმა ისმის. მათი ინფორმაციით, ქალები და ბავშვები რამდენიმე დღეა სოფლიდან გაყვანილი არიან. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სნაიპერები საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისვრიან. აზერბაიჯანში დიდი მოლოდიანია 8 აგვისტოს სოჭში დაგეგმილი მოლაპარაკებისა, სადაც აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები ხვდებიან. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიან არეულობაში არ გადაიზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42