კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ამის შესახებ საბერძნეთში მყოფმა ახალაიამ განაცხადა.
"საბერძნეთში გრძელდება საქართველოსთვის ბრძოლა. ეს არის ჩვეულებრივი. მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი. ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმემ ხელები ჩამოუშვა და ბრძოლა დამთავრდა. ჩვენ ეს ბრძოლა მივიღეთ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”, - განაცხადა ახალაიამ
ახალაიას საბერძნეთიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხი 6 ოქტომბერს გადაწყდება. კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთში დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები






