ვირუსების გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნეების განადგურებაში ახალი ნაბიჯია კიბოს მკურნალობის გზაზე. მთავარი პრობლემა არის ის, თუ როგორ და რა გზით უნდა მოხდეს ვირუსის სიმსივნეეების შიგნით შეყვანა.
მეთოდს რომლითაც ვირუსის სიმსივნეებში შეგზავნა ხდება პროფესორმა კლერ ლუისმა „ტროას ცხენი“ უწოდა. ტროას ცხენად ამ შემთხვევაში ლეიკოციტების გამოყენება ხდება.
ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის მეთოდებით სიმსივნეებზე ზემოქმედების შემდეგ ქსოვილის დაზიანება ხდება, რის შემდეგაც დაზიანების ადგილზე ხდება ლეიკოციტების თავმოყრა.
მედიკოსთა ჯგუფი სწორედ ამ ლეიკოციტებს იყენებს სიმსივნის წინააღმდეგ.
მეცნიერების ჯგუფი პროფესორ ლუისის მეთაურობით იღებენ სისხლის ანალიზს, გამოყოფენ მისგან მაკროფაგებს, მაკროფაგში ურევენ ვირუსს და შემდეგ ვირუსს და მაკროფაგებს გზავნიან ლეიკოციტებში.
ცდის ფარგლებში ქიმიმოთერაპიის კურის დამთავრებიდან ორი დღის შემდეგ თაგვების ორგანიზმში შეიყვანეს მსგავსი მეთოდებით დამუშავებული სისხლის თეთრი უჯრედები.
ამ სტადიაზე თითოეული ლეიკოციტი შეიცავდა მხოლოდ რამდენიმე ვირუს, სიმსივნეში შეღწევიდან 12 საათის შემდეგ ლეიკოციტი იშლებოდა და თითოეული თითქმის 10 ატას ვირუსს ათავისუფლებდა, ვირუსები თავის მხრივ უკვე კიბოს უჯრედების განადგურებას იწყებდნენ.
40 დღიანი ექსპერიმენტის დასრულებისას, თაგვებს, რომლებზეც ამგვარი ცდა ტარდებოდა თაგვების ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები აღარ აღენიშნებოდათ.
პროფესორი ლუისი ირწმუნება რომ მისი ჯგუფის მიერ შემუშავებული მეთოდი მთლიანად ანადგურებს სიმსივნეს და არ აძლევს საშუალებას მის ხელმეორედ წარმოშობას.
ის ასევე აღნიშნავს რომ აქამდე გამოცდილი თითქმის ყველა მეთოდი რომელმაც თაგვებზე წარმატებით იმუშავა, წარუმატებელი აღმოჩნდა ადამიანების შემთხვევაში.
ადამიანებზე თავის მეთოდის გამოცდას პროფესორი ლუისი უახლოეს მომავალში აპირებს.
„თუ ამ მეთოდმა ადამიანების შემთხვევაშიც წარმატებით იმუშავა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ არსებით პროგრესს მივაღწიეთ, პროსტატის კიბოს მკურნალობის და დამარცხების გზაზე“ -აცხადებს პროფესორი ლუისი.
მასალის გამოყენების პირობები






