მერაბიშვილმა ბრალდების გაცნობაზე და დადგენილების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
სამართალი - 18:47, 05 Aug, 2014     1912

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი ოფიციალურად სასჯელაღსრულების ნომერ მეცხრე დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში წაუყენეს. პროკურორის ინფორმაციით, მერაბიშვილმა ბრალდების გაცნობაზე და დადგენილების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

“ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება იქნა გამოტანილი, მის გაცნობაზე და ბრალდების დადგენილების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროს ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. მასთან უშუალო შეხება ჰქონდათ, როგორც ივანე მერაბიშვილს, ასევე მიხეილ სააკაშვილს და ასევე სხვა თანამდებობის პირებს. იგი ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც ბრალდებულების მამხილებელ პირდაპირ ჩვენებას იძლევა”, – განაცხადა პროკურორმა დავით ბაინდურაშვილმა.

მერაბიშვილისა და სააკაშვილის ადვოკატებმა საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში “სტაბილური” მოწმეები ჰყავს.

“მე მათ დავარქვი “სტაბილურები”, იმის გამო, რომ პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, ბოლო 6 ბრალდების საქმეში ერთსა და იმავე მოწმეებს იყენებს. ესენი არიან ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი. ბურჯანაძე როდესაც იმ პერიოდში გამოდიოდა და ამბობდა, არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება, რომ ვალერი გელაშვილის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები ხელისუფლებას დაბრალდესო, დღეს კი ვხედავთ, რომ ის განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელი იყო”, – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42