რას წარმოადგენს "კაზანტიპი" რეალობაში - იდეოლოგია, პრინციპები, ქცევები
ეს საინტერესოა - 18:17, 05 Aug, 2014     24776
ანაკლიაში კაზანტიპის გამართვის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ამ ღონისძიების მიმართ დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. მომხრეებსაც და მოწინააღმდგეევსაც თავისი არგუმენტები გააჩნია, თუმცა, ხშირად ეს არგუმენტები სხვისგან მოსმენილ ინფორმაციას ეფუძნება და არა რეალობას.


"ნიუპოსტმა" გადაწყვიტა მკითხველისათვის მეტნაკლებად სრული ინფორმაცია წარმოედგინა კაზანტიპის შესახებ, რათა მას დამოუკიდებლად შესძლებოდა ამ მოვლენისადმი საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება.


რა არის კაზანტიპი?

ოფიციალურ წყაროებში ვკითხულობთ:

"კაზანტიპი (სტილიზებული KaZantip; ასევე "კაზანტიპის რესპუბლიკა", "ნარინჯისფერი რესპუბლიკა" ან "რესპუბლიკა-Z") — ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც გამოდიან პროფესიონალი მუსიკოსები, დიჯეები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ფესტივალი 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში გაიმართება.

დასასწრებ ბილეთებს ეწოდება „viZa“. ფესტივალი გრძელდება რამოდენიმე კვირა, ზაფხულში და მას ყოველწლიურად 150 000 ადამიანი, ე. წ. „paradiZers“-ი სტუმრობს. ფესტივალთან ასოცირებულია ყვითელ და ნარინჯისფერებში გადაწყვეტილი მოდისა და ჩემოდნების კულტი.

ფესტივალს სახელი ეწოდა კაზანტიპის კონცხისგან, რომლის სიახლოვესაც ის 1995–1999 წლებში ტარდებოდა. ამ პერიოდში, ფესტივალი იმართებოდა ქალაქ შჩიოლკინოს მახლობლად, ყირიმის ატომური ელექტროსადგურის დაუსრულებელი შენობის ტურბინის ჰოლში. 2000 წელს ფესტივალი ვესელეს დასახლებაში გადაიტანეს. 2001 წლიდან კი ტარდებოდა ყირიმის პატარა ქალაქ პოპივკაში.

ფესტივალის პრეზიდენტი, შემქმნელი და ინიციატორია ნიკიტა I (ნამდვილი სახელი ნიკიტა მარშუნოკი).


საწყის წლებში ფესტივალი ძალზედ მოკრძალებული იყო და არ წარმოადგენდა არაფერს, გარდა სერფინგის მოყვარულთა ყრილობისა, რომლებიც მომქანცველი დღის შემდეგ საღამოობით დროს ატარებდნენ. თუმცა, მოგვიანებით ნიკიტამ გადაწყვიტა სეზონის დასასრულის აღნიშვნისთვის შეემატებინა ტექნო და ტრანს მუსიკა. სწორედ ამ დროს იშვა ფესტივალი თანამედროვე სახით."

თავად კაზანტიპელები არ ეთანხმებიან სახელწოდება "ფესტივალს", ისინი თვილიან, რომ კაზანტიპი არის აზროვნებისა და ქცევების სტილი, ერთგვარი "პროექტი".

"- იდეა წარმოიშვა ერთი ადამიანის თავში, რომელსაც არ აწყობდა მის გარშემო არსებული ნაცრისფერი და მოსაწყენი სამყარო და გადაწყვიტა შეექმნა თავისი, ნარინჯისფერი ქვეყანა, საკუთარი უფრო სამართლიანი კანონებითა და ცხოვრების წესით"...

"- რესპუბლიკა კაზანტიპი" არსებობს პარალელურ რეალობაში და სწორედ ეს ფაქტი ხდის მას რეალურად დამოუკიდებლად."

"- ჩვენი დევიზია - "ზაფხული მთელი წლის განმავლობაში და ცხოვრება ტრუსების გარეშე"... აქ შეგიძლია არაფერი აკეთო და აკეთო ყველაფერი რაც გაგიხარდება", - ასე აღიქვამენ თავად "კაზანტიპელები თავის "რესპუბლიკას".


კაზანტიპელებს პრეზიდენტის გარდა ჰყავთ თავისი "მთავრობა", ტრადიციები და რელიგია, არსებობს "საბაჟო" და "უსაფრთხოების" სამსახურები და "ვიზები", გააჩნიათ "კონსტიტუცია" და "სისხლის სამართლის კოდექსი".


საზოგადოების ნაწილში პროტესტს სწორედ კაზანტიპელების თამამი ქცევა და აზროვნების სტილი და იდეები იწვევს.

რა ხდება რეალურად კაზანტიპის ფესტივალის დროს და რა იდეებითა თუ ქცევებით გამოირჩევიან კაზანტიპელები?


აღსანიშნავია, რომ კაზანტიპელები გარკვეულწილად უარყოფენ საზოგადოებაში გავრცელებულ მორალურ, ზნეობრივ თუ რელიგიურ პრინციპებს და ქადაგებენ ქცევის თავისუფალ წესებს, თუმცა გარკვეული "წესრიგის" ფარგლებში.

აი, რას ვკითხულობთ კონსტიტუციაში:

"მუხლი 6 - რესპუბლიკის მოქალაქის უფლებაა "წარმოადგენდეს იმას, რაც უნდა იყოს და იცხოვროს ისე როგორც უნდა"... კონსტიტუციური მოვალეობაა "იმისგან, რაც ხარ, გახდე ის, როგორიც გინდა იყო".

მუხლი 7 - რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიაა სასწაულების რწმენა..."

კაზანტიპელები ამ პრინციპებს ხსნიან იმ მოსაზრებით, რომ მათ ფესტივალსა თუ "პროექტში" მონაწილეობის მსურველს აქვს საშუალება განთავისუფლდეს ჩვეულებრივ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ეთიკური ნორმებისაგან და მოიქცეს ისე, როგორიცაა მისი რეალური სამყარო. ის ვინც სხვანაირად მოიქცევა კაზანტიპელები უწოდებენ "იდიოტებს" და "რეალისტ-ცინიკოსებს".

აქვე, "კონსტიტუციაში" ვეცნობით შემდეგ ლოზუნგებს:

  • "ცხოვრება ტრუსების გარეშე! დაე იყოს ზაფხული მთელს მსოფლიოში!"
  • "დაე იყოს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რადგან ჩვენ ცუდი არაფერი გვინდა!"
  • "ეს დედამიწა გახდება ჩვენი! წადით ყველანი ტ...ში!"

"რესპუბლიკაში" მოქმედებს გარკვეული "წესრიგი", რომელსაც "სისხლის სამართლის კოდექსი" ეწოდება. კოდექსი არეგულირებს მონაწილეთა ქცევებს და მათ შორის "თავისუფალი სიყვარულის" ნორმებსაც.

"კაზანტიპის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში" მკაცრად არის რეგლამენტირებული ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული სისუფთავის დაცვა, ნებისმიერი დამრღვევი, მაგალითად პირი, რომელიც მოისაქმებს სხვა ნებისმიერ ადგილას გარდა საზოგადოებრივი ტუალეტისა, გაძევებული იქნება ფესტივალიდან


ასევე, გაძევებულ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ფესტივალის მონაწილეებს განასხვავებენ ეთნიკური, რასობრივი. რელიგიური თუ სხვა ნიშნების მიხედვით.


ბოლოს შევეხოთ მთავარ საკითხს - ქადაგებს თუა არა კაზანტიპი გარყვნილებას.


"კაზანტიპის რესპუბლიკა" ქადაგებს თავისუფალ სიყვარულს, თუმცა, მათი აზრით, ეს არ ნიშნავს სექსუალურ აღვირახსნილობას. მოქმედებს ე.წ. FAST MARRIED ინსტიტუტი - "კონსტიტუციის" თანახმად, ორ ადამიანს (ერთსქესიანებსაც), რომელსაც ერთმანეთი "შეუყვარდებათ" შეუძლიათ უსწრაფესად "იქორწინონ", რისთვისაც არსებობს სპეციალური რიტუალი. ქორწინებათა რიცხვი შეზღუდული არ არის. "ქორწინების" გარეშე სექსი დაუშვებელია.


ბუნებრივია, ეს აქტი, წარმოადგენს ეკლესიის მიერ აღიარებულო ქორწინების საიდუმლოს ერთგვარ პროფანაციას, რაც სამართლიანად იწვევს ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების აღშფოთებას.


კაზანტიპში ფაქტობრივად სექსი თავისუფალია, თუმცა, მთავარია პარტნიორებს ერთმანეთი მოეწონოთ, "შეუყვარედეთ" - მეორე "საკანონმდებლო აქტის" - "სისხლის სამართლის კოდექსის" თანახმად დაუშვებელია სექსუალური ძალადობა, უხეშობა, მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება, სექსუალური აქტის გამართვა მიუღებელ ადგილებში.


* * *

ჩვენ შეძლებისდაგვარად გაგაცანით ის იდეები და ქცევის ნორმები, რომელსაც ქადაგებს კაზანტიპი. რამდენად მისაღებია ეს ფესტივალი და მისი გამართვა საქართველოში, ეს მკითხველმა თავად განსაჯოს. ერთი ცხადია - გარკვეულწილად ეს ფესტივალი არ წარმოადგენს ე.წ. "სექსუალური პარტნიორის მარტივად შოვნის" ადგილს, და მეორეც - ფესტივალზე უნდა გაემგზავროს ის ადამიანი, ვისთვისაც ზემოთ აღნიშნული ქცევები მიუღებელი არ იქნება.


(სტატიაში გამოყენებულია "კაზანტიპის" ოფიციალური საიტიზე განთავსებული და ინტერნეტის საცნობარო სისტემებში არსებული მასალები)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42