პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუცია. ამის შესახებ ოთო კახიძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა. მისი თქმით, საქმის მასალებს მას 15:00 საათისთვის გადასცემენ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
„გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






