საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ შემოსვალების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ავტომობილის ათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 260 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Tramadol/paracetaol აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
მებაჟე ოფიცრებმა, ასევე სგპ „სარფში“, 3 აგვისტოს, 4,66 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ავტომანქანაში. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.
იმავე დღეს, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანა სცადა საფრანგეთის მოქალაქე ჰ.გ.-მ. მისი ბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტი DAFALGAN CODEINE - 8 აბი - აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






