ინფორმაციას ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მარია ზახაროვამ გააკეთა.
"ვითარების შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია. მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და მიიღონ დაუყოვნებლივ ზომები ვითარების სტაბილიზაციისთვის", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რამდენიმე დღეა, მთიანი ყარაბახის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება. ყოველდღე ადგილი აქვს ლოკალური ხასიათის ბრძოლებს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები.
1-2 აგვისტოს ღამით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დივერსიულმა ჯგუფმა სცადა აზერბაიჯანის აგდამ-აგდერეს რაიონში განლაგებულ სამხედრო ნაწილზე თავდასხმა. ბრძოლის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 8 სამხედრო მოსამსახურე. სომხური მხრიდან დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მსოფლიო საზოგადოებრიობა ორივე ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები, რათა ვითარებამ უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი არ მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






