წმინდა სინოდის განჩინება
საზოგადოება - 12:16, 21 Dec, 2012     829

 



I. კომუნისტური რეჟიმის დროს სასულიერო პირთა და სარწმუნოებისათვის წამებულ ერისკაცთა ცხოვრების შესწავლა მათი შემდგომი კანონიზაციისათვის;
წმინდა სინოდმა დაადგინა:
დაევალოს კანონიზაციის კომისიას ცალკეული პირების ცხოვრების შესწავლა და მათი კანონიზირების საკითხის წარმოდგენა წმინდა სინოდის წინაშე;

II. მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე.
წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
• წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი;
• გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.
• ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი).


III. წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვისა.
წმიდა სინოდმა დაადგინა:
კანონიზაცისს კომისიას დაევალოს შესაბამისი მასალის შესწავლა და დასკვნის წარდგენა წმ. სინოდის განსახილველად.

IV. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დასვა საკითხი, განათლების ცენტრის მუშაობის შესახებ. განათლების ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს მოკლე მოხსენების შემდეგ წმინდა სინოდმა დაადგინა:
განათლების ცენტრმა სისტემატურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს განათლების სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

V. წმინდა სინოდმა იმსჯელა ქართველოლოგიის დღევანდელ მდგომარეობაზე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში. მდგომარეობა მიჩნეულ იქნა არასახარბიელოდ.

წმინდა სინოდმა დაადგინა:
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნას ცენტრი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლებლებთან ერთად იმუშავებს, რათა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და დაწესებულებებში ჩამოყალიბდეს ქართველოლოგიური ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ისტორიასთან და მეცნიერების სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვან, დარგებთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურ წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით.

VI. წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42