კახა ბექაური შალვა რამიშვილს პასუხობს
საზოგადოება - 11:48, 21 Dec, 2012     564

 



ბექაური კი მას პასუხობს: ,,შალვა, ტელევიზიის რეიტინგის გაზომვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. მათ შორის, სოციოლოგიური კვლევებიც, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია სანდოობის რეიტინგის გასაზომად. ნოემბერში ჩატარებული 2 სხვადასხვა კვლევით, მეცხრე არხი სწორედ სანდოობის რეიტინგით პირველ ადგილზე იყო. რაც შეეხება ყურებადობას-სოციოლოგიური კვლევებით სატელევიზიო არხების ყურებადობის რეიტინგებიც შეიძლება გაიზომოს და ამაში არაპროფესიონალური არაფერია. ნოემბერში ჩატარებული ზემოხსენებული კვლევებით, მეცხრე არხი, თუ მისი გავრცელების პარამეტრს გავითვალისწინებთ, ასევე პირველ ადგილზე იყო ყურებადობის რეიტინგითაც. თუმცა, სანდოობის რეიტინგისგან განსხვავებით, ყურებადობის რეიტინგის საზომი უფრო ეფექტიანი მეთოდიც არსებობს, ვიდრე სოციოლოგიური კვლევებია. მეცხრე არხის მაშინდელი მაღალი რეიტინგი, სიმართლე გითხრა, ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. არხის კეთება დაიწყო არჩევნებამდე 5 თვით ადრე, აქედან პირველი სამი თვე მხოლოდ გლობალ ტვ-ით და სატელიტით მაუწყებლობდა. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტერნეტ პლატფორმებით მაყურებელთან კომუნიკაცია (ვებ გვერდი, ფეისბუქი, ლაივსტრიმი, იუთუბი და ა.შ.). ინტერნეტ პლატფორმებზე გაცილებით ადვილია და შესაბამისად ზუსტად შეიძლება ყურებადობის რეიტინგის განსაზღვრა. მეცხრე არხს ივლისიდან მოყოლებული, ნოემბრამდე ყველა ინტერნეტ პლატფორმაზე, ყურებადობის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა (განსაკუთრებით ლაივზე). როდესაც ერთ პლატფორმაზე არხს გარკვეული რეიტინგი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით იგივე რეიტინგი აქვს სხვა პლატფორმებზეც. ინტერნეტში უყურებენ და ტელევიზორში არა, ასეთი რამეები არ ხდება. აგვისტო-სექტემბერში, როცა "მასთ ქერით" მეცხრე არხი ყველა საკაბელოში ჩაერთო, მისი ტელევიზორით ყურებადობაც გაიზარდა მკვეთრად. რაც შეეხება "ფიფლმეტრებს", (შენ როგორც ჩანს მხოლოდ ამ რეიტინგებს უყურებ მაგრამ მინდა გითხრა არასათანადოდ, ან კვალიფიკაცია არ გყოფნის ტელებიზნესში, რომ კარგად გაერკვე.) რომ იცოდე, "ფიფლმეტრები" დგება ყოველწლიურად და ამ პროცესს წინ უძღვის ასევე სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც დგება ოჯახებში ეს გამზომი ტექნიკური მოწყობილობები. როცა ეს მოწყობილობები უერთდება ტელევიზორებს წლის დასაწყისში, ბუნებრივია ხდება იმ არხების აწყობა (ნასტროიკა) ამ მოწყობილობებზე, რომელიც უნდა გაიზომოს და რომლებიც იმ მომენტში მაუწყებლობს. მინდა გითხრა, რომ ეს "ფიფლმეტრები", რომლითაც დღეს იზომება სატელევიზიო არხების რეიტინგები, დაყენებულია ამ წლის დასაწყისში, როდესაც მეცხრე არხი არ მაუწყებლობდა.(ანალოგიური პრობლემა იყო, მაესტროსთან დაკავშირებითაც თავის დროზე,მას ქონდა დაბალი რეიტინგი ფიფლმეტრებით, რომელიც გასწორდა, როგორც კი ახალი წელი დაიწყო და ფიფლმეტრები გადაყენდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში არხზე არაფერი შეგვიცვლია, რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა) მეცხრე არხმა 30 აპრილს დაიწყო მაუწყებლობა. "მასთ ქერითაც" საკაბელოებში, არჩევნებამდე მხოლოდ ორი თვით ადრე ჩაერთო. ასევე რამდენიმე საკაბელომ "სარეზერვო" არხების სეგმენტში ჩაგვსვა, რომ არჩევნების შემდეგ მალევე ამოვეგდეთ უპრობლემოდ, არხების აღრევის გარეშე. აქედან გამომდინარე, მეცხრე არხის "ფიფლმეტრებით" გაზომილ მონაცემებს ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა სიზუსტის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მეცხრე არხს მაგ მონაცემებითაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა, განსაკუთრებით იმ დროით სეგმენტებში, როდესაც საინფორმაციო გამოშვებები გადიოდა, ხოლო 9 საათიანი გამოშვება რეიტინგით უდაო ლიდერი იყო საინფორმაციო სივრცეში.
ჩემთვის გასაგებია შენი მოტივაცია, როდესაც მეცხრე არხს ასე აფასებ, ისევე როგორც შენი კვალიფიკაცია ტელებიზნესში. სჯობს გადაცემებს მიხედო. ეგ საქმე უკეთ გამოგდის."- ნათქვაია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42