საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ოთარ კახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის დაუსწრებლად გაიმართება.
მისივე თქმით, პროკურატურა საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებადამცველი თბილისში არ იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა სასამრთლო პროცესი დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა:
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 საათზე იმართება.
დაცვის მხარეს გონივრული ვადით ადრე არ გვეცნობა სხდომის გამართვის დრო.
მე დასავლეთ საქართველოში ვარ, ამის შესახებ პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენე.
პროცესზე ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. მიხეილ სააკაშვილს ადვოკატის გარეშე უფარდებენ პატიმრობას“, - წერს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მიხელ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის პატიმრობას ითხოვს. ინფორმაცია ამის შესახებ წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადასტურეს.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურატურამ საბუთები სასამართლოში უკვე გააგზავნა. სხდომა დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა.
ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი განიხილავს.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






