პროკურატურა მიხელ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის პატიმრობას ითხოვს. ინფორმაცია ამის შესახებ წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადასტურეს.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურატურამ საბუთები სასამართლოში უკვე გააგზავნა. სხდომა დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა.
ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი განიხილავს.
მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
აღკვეთის ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ სატელეფონო საუბარში ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები. ასევე, ჯერჯერობით უცნობია - რა სახის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომლებსაც სხვა საქმეებზე წინასწარი პატიმრობა უკვე აქვთ შეფარდებული.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






