საიდუმლო შთანხმების მიხედვით, გერმანია გამოვა ინიციატივით - ე.წ ,,მერკელის სამშვიდობო გეგმა", რომლის მხედვითაც მსოფლიოს შესთავაზებს, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის აღიარებას, რის სანაცვლოდაც რუსეთი შეწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას. შეთანხმების მიხედვით პოროშნკომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, ხოლო რუსეთი არ ჩაერევა უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიეთობებში.
საიდუმლო გეგმის მეორე ნაწილის მიხედვით, რუსეთის გაზპრომი გააფორმებს გრძელვადიან შეთანხმებას უკრაინულ მხარესთან გაზის მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებულ ფასებში, რუსეთი დაუბრუნებს მილიარდიან პაკეტს უკრაინას, რომელიც დაკარგა ამ უკანასკნელმა არენდის სახით ყირიმში რუსეთის ფედერაციის ჯარების განლაგებისთვის.
წყარო ირწმუნება, რომ ეს საიდუმლო შთანხმება დროებითაა შეჩრებული და ამოქმედდება მაშინათვე, როგორც კი ბოინგ 777-ის ლიდერებისთვის მოულოდნელი კატასტროფის გამოძიება დასრულდება ,,დამაკმაყოფილებელი" შედეგებით.
ანგელა მერკელი 29 ივლისს მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სანქციების გამკაცრების შესახებ და განაცხადა, რომ ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის მხარეზე, თუ ის წავა დათმობებზე ევროკავშირი მომავალში მზად იქნება გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს.
მასალის გამოყენების პირობები






