ხიბლში ჩავარდნილი ადამიანი აგრესიული ხდება, მისი გარეგნობაც კი იცვლება
რელიგია - 20:26, 30 Jul, 2014     5430
სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობის გარეშე გონისმიერი ლოცვა შეიძლება არასწორად წარიმართოს. ამას ხიბლში ჩავარდნის დიდი საფრთხე ახლავს. მოძღვარმა უნდა გასწავლოთ, როგორ დაიწყოთ ლოცვა და როდის ჯობია ამის გაკეთება, რადგან, შესაძლოა, მტრის “ნათელი” მოგევლინოთ და სულიერად დაავადდეთ. ხიბლში ჩავარდნილი ადამიანი აგრესიული ხდება, მისი გარეგნობაც კი იცვლება. ეს პიროვნების გაორებაა. ხედავთ, როგორ წარმოიშობა ხიბლი? მაგრამ თუ ლოცვას მოძღვრის მითითებითა და მეთვალყურეობით აღავლენთ, მაშინ ჭეშმარიტ ნათელს იხილავთ.

თუ სულიერი მოძღვარი თავად გამოუცდელია, მექანიკურად ლოცულობს და არ განუცდია მადლისმიერი ლოცვის სიხარული, ვერც სხვას ასწავლის, ეს როგორ გააკეთოს. რა თქმა უნდა, შეუძლია ის გირჩიოთ, რაც წიგნებში წაუკითხავს ან წმიდა მამებისგან გაუგია, მაგრამ ამისგან დიდი სარგებელი ვერ იქნება. უამრავი წიგნი არსებობს ლოცვის სხვადასხვა მეთოდზე, უამრავი ადამიანი კითხულობს მათ, მაგრამ ლოცვა მაინც არ შეუძლიათ. მეტყვით: “ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს, რითაც ვეცნობით, ვემზადებით, უფალი გვაკურთხებს და გვიგზავნის თავის მადლს და ვგებულობთ ამ წიგნების აზრს”. დიახ! მაგრამ ლოცვა - საიდუმლოებაა, გონისმიერი ლოცვა კი - მითუმეტეს!

ლოცვას, ჩვეულებრივ, ბაგეებით წარმოვთქვამთ და ყურით ვისმენთ. გონისმიერი ლოცვა განსხვავებული და ამაღლებულია. ზოგჯერ გონისმიერი ლოცვის დროს ჩვენი უკეთური, ეგოისტური “მეს-გან” ვნება აღიძვრება და სულს ელანდება “ნათელი”, მაგრამ ეს არ არის ქრისტეს ნათელი, ვითომ გრძნობს ‘’სიხარულს’’, მაგრამ მხოლოდ ცრუსა და გარეგნულს. ადამიანი ურთიერთობებში ხდება მეტად აგრესიული, გაღიზიანებული, აღგზნებული. და აი, ხიბლში ყოფნის უტყუარი ნიშანი: ავადმყოფი არაფრით იჯერებს, რომ ხიბლშია. ის ფანატიკოსია და ბოროტებას ემსახურება.

ხიბლია, როცა მოშურნეობა სცილდება გონიერების ფარგლებს. ერთ შემთხვევას მოგიყვებით: ერთხელ წმიდა მამა მაკარი თავის მორჩილთან ერთად ზეიმზე გაეშურა. მას გზაზე გადაასწრო მორჩილმა, რომელსაც ახლადდამწყები მოსაგრისათვის დამახასიათებელი მოჭარბებული მოშურნეობა ჰქონდა. გზაში უეცრად კერპთაყვანისმცემელი შეხვდა. მორჩილმა მას ზიზღით შეხედა და ჰკითხა:

- სად მიდიხარ, გზასაცდენილო?!

როცა მის რწმენას ცუდად შეეხნენ, კერპთაყვანისმცემელი სასტიკად გაბრაზდა და გონების დაკარგვამდე სცემა იგი. გარკვეული დროის მერე ის მამა მაკარს შეეფეთა, რომელმაც აღშფოთებულ ადამიანს ტბილად მიმართა:

- ღვთის კაცო, საით მიდიხარ? - როგორც კი ასეთი სიტყვები გაიგონა, ის მაშინვე მოლბა და მშვიდად მიუახლოვდა დიდ ბერს:

- შენმა მომართვამ დამატკბო!

- დიახ, ვხედავ, რომ აღელვებული სადღაც მიიჩქარი, მაგრამ, მგონი, არ ხარ დარწმუნებული, სწორედ მიდიხარ თუ არა. მოდი, ჩამოჯექი, დაისვენე, გავისაუბროთ! - კერპთაყვანისმცემელი ბერის სითბოთი და კეთილგანწყობით ბოლომდე მოლბა და მასთან სასაუბროდ ჩამოჯდა.

- შენი სიტყვები ჩემს გულს სალბუნად ედება. სულ ცოტა ხნის წინ კი ერთმა ადამიანმა წონასწორობიდან სრულიად გამომიყვანა!

დიდმა ბერმა ძმური სიყვარულით გული გადაუხსნა კერპთაყვანისმცემელს, რითაც ისე იმოქმედა მასზე, რომ მოაქცია და მალე ის ბერადაც აღიკვეცა. დიდმა ბერმა მას გადასცა ღვთიური სიყვარულის ენერგია, რომელმაც ადვილად შეაღწია კერპთაყვანისმცემელის სულში. ხოლო მისმა მორჩილმა კი მგზავრს გადასცა მრისხანებისა და შეცბუნების სული, რომელის მასში იყო.

ხედავთ, რა არის ხიბლი?

როცა მოძღვარი გყავს, ნუ შეგეშინდება ხიბლში ჩავარდნის. თუ იგი კეთილია და ღვთივშემოსილი, გაგიხსნის ლოცვის საიდუმლოს. შენ მოძღვართან ერთად მასავით ილოცებ, ნელ-ნელა შეხვალ სულიერ ცხოვრებაში. ის არ გეტყვის: “გააკეთე ასე ან ისე...” იმასვე გაიმეორებ, რასაც მასში დაინახავ. მოძღვარი, რომელსაც არა აქვს გონისმიერი ლოცვის მადლი, ვერაფერს გასწავლის, მაგრამ თუ აქვს ასეთი გამოცდილება და ამით ცოცხლობს, მაშინ რაღაც უხილავი მანქანებით ეს შენზეც გადმოვა.

ეს საიდუმლოებაა, რომელიც იმაშია, რომ მოსწავლეს არა მარტო ესმის მოძღვრის ლოცვის სიტყვები, არამედ ამჩნევს, როგორ იხსნება მისი გული, როგორ საუბრობს სულიერად ღმერთთან. მოსწავლის სული ხედავს მოძღვრის სულს. სული სულს ესაუბრება, ერთი განწმენდს მეორეს. მოსწავლე გრძნობს, როგორი სიყვარულით განეწყობა მისი სული მოძღვრისადმი, ხვდება, რომ ამ კეთილგანწყობას ღვთიური მადლი წარმართავს. ეს არ არის უბრალო რამ, ეს სწავლებაა.

მართალია, ჩვენ ვამბობთ, ლოცვის სწავლა შეუძლებელია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ის ისწავლება ისეთი ადამიანის გვერდით ცხოვრებით, რომელიც ნამდვილად ლოცულობს. ყველაფერს მაშინვე ითავისებ, სწრაფად შედიხარ ლოცვით მდგომარეობაში და ვერც კი ამჩნევ, როგორ იწყებ ღმერთთან საუბარს. კითხულობ წიგნს ლოცვის შესახებ, უმეტესად ვერაფერს იგებ. მხოლოდ მოძღვართან სულიერი ურთიერთშეგრძნება, მისი მადლში ცხოვრების გათავისება, მისი გულგახსნილობა და ლოცვითი საფარველი გვასწავლის ლოცვას.

წმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი

ლოცვის შესახებ (ნაწ. მეექვსე)

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42