დონეცკში, ლუგანსკში, გორლოვკასა და სხვა ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რუსი ჟურნალისტების გამოჩენა ერთგვარ განგაშის სიგნალს წარმოადგენს. აქ ყველამ იცის, რომ თუ სადმე რუსი ჟურნალისტები გამოჩნდებიან, რამოდენიმე ხნის შემდეგ იმ ადგილას დაიბომბება საცხოვრებელი მასივი, საავადმყოფო ან სკოლა, ამის შესახებ დონეცკიდან "ნიუპოსტს" ექსკლუზიურად გ. ს.-მ აცნობა (ვინაობას არ ვამხელთ, რადგან იგი ამჟამად დონეცკშია).
წყაროს ინფორმაციით, დონეცკი სამი მხრიდან უკრაინის ანტიტერორისტული ძალების მიერაა გარშემორტყმული. ღამის 22:00 საათზე ტერორისტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს საარტილერიო დანადგარებიდან, რომელიც მჭიდროდ დასხლებულ საცხოვრებელ მასივებშია განთავსებული. უკრაინის არმიას საპასუხო ცეცხლით არ უპასუხია.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამ დრომდე, არ წყდება სამხედრო დახმარების შემოდინება.
მასალის გამოყენების პირობები






