ბურჯანაძის დაკითხვამდეც უტყუარი მტკიცებულებები იყო სააკაშვილისთვის ბრალის წარსადგენად - პროკურატურის განმარტება
სამართალი - 18:25, 30 Jul, 2014     1821
საქართველოს მთავარი პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის ბრალთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
აღნიშნულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცველლად გთავაზობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები.
საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მტკიცებულებათა გაცვლა ბრალდებულების ადვოკატებთან მოხდა 2014 წლის 29 ივლისს, შესაბამისად დაცვის მხარის განცხადება გაცვლიდან მეორე დღეს მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ არასერიოზულია და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ასევე გვინდა განვმარტოთ, რომ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა ხდება სასამართლოში, არსებითი განხილვისას და სწორედ სასამართლოა ის ორგანო, რომელიც აფასებს მტკიცებულებების საკმარისობას და სანდოობას, ასე რომ გამოძიების ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებები სრულიად უსაფუძვლოა.
ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვინდა განვმარტოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება გამოტანილი იქნა ნინო ბურჯანაძის დაკითხვამდე, ვინაიდან გამოძიების მიერ ნ.ბურჯანაძის დაკითხვის გარეშეც შეკრებილი იყო უტყუარი მტკიცებულებების საკამარისი ერთობლიობა, რაც იძლეოდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მ.სააკაშვილის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე",- აღნიშნულია ბადაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინა გოლოშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42