ვირუსი ებოლა შესაძლოა აზიასა და ევროპასაც ემუქრებოდეს. ჰონგ კონგში ვირუსის ნიშნებით ერთი ქალია ჰოსპიტალიზებული. ის ჰონგ კონგში აფრიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ებოლას ნიშნები აქვს ბრიტანეთის მოქალაქესაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ნიგერიაში მოგზაურობიდან დაავადების ნიშნებით დაბრუნდა.
მომხდარის გამო ბრიტანეთის მთავრობამ საგანგებო სხდომა გამართა. სანიტართა საერთაშორისო კავშირი შეშფოთებულია კიდევ ერთი შემთხვევის გამო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელიც ლიბერიიდან განასა და ტოგოში მოგზაურობდა, ებოლას ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, საერთაშორისო ფრენების შესრულებისას მას უკვე აღენიშნებოდა სიმპტომები, ამ დროისთვის იძებნება ყველა ადამიანი, რომელსაც შესაძლოა დაავადება მისგან გადასდებოდა.
ებოლა მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახის Ebolavirusis გვარს. 1976 წელს გამოყვეს ზაირში, ებოლას რაიონის სოფელ იამბუხუში ავადმყოფის სისხლისაგან. ადამიანში იწვევს მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და შინაგანი სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს. რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და ღამურები.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






