პროკურატურა შამათავასთვის გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
სამართალი - 17:06, 30 Jul, 2014     1644

საქართველოს მთავარი პროკურატურა რომან შამათავასთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ უწყება განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩუვრებს:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2013 წლის 21 ოქტომბერს ეგრეთწოდებული “ხურჩის ტერაქტის საქმეზე“ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით რომან შამათავას მიერ 2008 წლის 21 მაისს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის პროცესში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულელების გამოკვლევით დადგინდა: რომ 2008 წლის მაისში, რომან შამათავამ მალხაზ მურღულიასთან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, სამინისტროს ბალანსზე არსებული შეიარაღების გამოყენებით განიზრახა, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ტერორისტული აქტის მოწყობა.

2008 წლის 21 მაისს, რომან შამათავამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით შეაიარღა სამმართველოს საიარაღოში არსებული საბრძოლო ამუნიციით და სოფელ ხურჩაში საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მოსახლეობის დაშინების, დაუცველობისა და უმწეობის გრძნობის დამკვიდრების მიზნით, მალხაზ მურღულიას ააფეთქებინა ორი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გალში მცხოვრები მოსახლეობა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადმოჰყავდათ სოფელ ხურჩაში.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით რომან შამათავა ცნობილი იქნა დამნაშავედ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში, რაც კონკრეტულად გამოიხატა მასში, რომ რომან შამათავამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შეაიარღა საბრძოლო ამუნიციით, განახორციელებინა უმისამართო გასროლები და ააფეთქებინა სატრანსპორტო საშუალებები, რისთვისაც მას სასჯელის სახით დაუნიშნა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა რომან შამათავას ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტი, სასამართლომ დასახელებულ ბრალდებაში რომან შამათავა გაამართლა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობ არგუმენტებზე დაყრდნობით. მას შემდგომ რაც ბრალდების მხარე ჩაიბარებს განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, აუცილებლად მოხდება მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42