"ბოლო ორი დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. ბათუმის აეროპორტში, რეისით სულეიმანია-ბათუმი, ჩამოფრინდა ერაყის მოქალაქე ს.რ. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი პროცედურების განხორციელებისას, მგზავრის ხელბარგში 100 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CO-CODAMOL აღმოაჩინეს და საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის აჭარის საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.
29 ივლისს სგპ „სარფის“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ა.ა., რომლის ბარგშიც მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: Biocalyptol 200 ml სიროპი - 2 ბოთლი, Tramadol/paracetamol -200 აბი, MONOALGIC– 30 აბი, Bromazepam – 90 აბი, Paracetamol Codeine-48 აბი. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
იმავე დღეს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანა სცადა სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსულმა ირანის მოქალაქე რ.მ.-მ. მის ბარგში მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: TRAMADOLINE - 11 აბი და 1 ამპულა, Dipenoxylate - 17 აბი და Diazepam - 4 ამპულა - აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარ სამმართველოს",- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






