სააკაშვილის საქმეზე ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილმა და "იმედის" ყოფილმა ჟურნალისტებმა მისცეს
სამართალი - 12:00, 29 Jul, 2014     3175
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორთან ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილმაც მისცა. როგორც „ნიუპოსტს“ ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა განუცხადეს, პროკურატურის მოწმეთა სიაში არიან ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები - სოფო მოსიძე, ეკა სოსელია, დიანა ტრაპაიძე, თეა სიჭინავა, ლევან ჯავახიშვილი და სხვები. ჯერჯერობით ბექა ბასილიასთვის და ოთო კახიძისთვის უცნობია თუ რა წერია ჩვენებაში, რომელიც პროკურატურას ირაკლი ოქრუაშვილმა და „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა.

„ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან უკვე აღარ მუშაობდა და შესაბამისად, მას სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიცემული ვერ ექნება, რადგან ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტში იმ დროს უკვე აღარ იყო. ძალიან დიდი სიაა მოწმეების. მათ შორის არიან „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტები. ჯერჯერობით არ ვიცი რა წერია ჩვენებეში, რადგან ჯერ არ გავცნობივარ საქმის მასალებს. რაც შეეხება ბრალის დადგენილებას, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით, ხოლო ადეიშვილს - ერთი მუხლით“, - განუცხადა „ნიუპოსტს“ მიხეილს სააკაშვილის უფლებების დამცველმა ოთო კახიძემ.

სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. სააკშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილ, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42