შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას 7 ნოემბრის აქციის დარბევის, დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეზე ბრალი საპატიმროში წაუყენეს.
"ბრალში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მთელი ისტორია, ესაა ბელეტრისტიკა, ესაა ერთგვარი მოთხობის სტილში დაწერილი დოკუმენტი და არა სამართლებრივი შინაარსის მატარებელი", - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
„პრაქტიკულად იგივე შინაარსის მუხლი მას უკვე ჰქონდა წარდგენილი, რაზეც მისჯილიც აქვს 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც უამრავი ლაფსუსი აქვს პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, ახალ სისხლის სამართლის საქმეშიც ექნება ცდომილება, რადგან ჰყავთ ერთი და იგივე მოწმეები, რომლებსაც ყველა პროცესზე იყენებენ. რაღაც ახალს არ ველოდებით, ველოდებით დამატებითი შოუს ელემენტებს", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
ამავე საქმეში საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






