საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული, ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ. უწყება ოჯახმა გვიან საღამოს მიიღო. აღნიშნულ პროცესს ადვოკატიც ესწრებოდა. იგი დღეს დილით პროკურატურაში მისვლას გეგმავს.
დაცვის მხარე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის საქმეზე გამოძიების მასალებს და მტკიცებულებებს გაეცნობა.
„მიხეილ სააკაშვილის დედას ჩაბარდა უწყბა. უწყების მიხედვით ქალბატონ გიულის მიეცა წინადადება, რომ აიყვანოს ადვოკატი, გავაცანით პროკურორებს ჩვენი პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს დავიცავ მე, 10 საათზე წარვადგენ საადვოკატო ორდენს, გავეცნობი დადგენილებას და საქმის მასალებს, იგი უკვე ბრალდებულის სტატუსით არის დაბარებული“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






