პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს
სამართალი - 21:12, 28 Jul, 2014     2029

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავაკეთოთ განმარტებები მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში. იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა 24 საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ მისი დაბარება მოხდა რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას.

ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით. ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში. ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე.“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42