და რომელიც უკავშირდება მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს.
,,აღნიშნული გამოძიება დაიწყო 2012 წლის 6 ნოემბერეს, 11 ნოემბერს პრესაში მოგვიანებით კი ინეტრნეტ გამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია თელასში მიდინარე კორუფციულ სქემებთან დაკავშირებთ, ამავდროულად გამოქვეყნდა დოკუმენტი, კერძოდ ,,ემ-ემ-დემ სერვისის’’ მიერ სააქციო საზოაგდოება თელასისათვის წარდგენილი ინვოისი საკონსულტაციო მომსახურეობისათვის 450 ათი ათასი აშშ დოლარის გადარიცხევბზე, აღნიშნული კომპოანია ამ ინვოისის წარდგენისათვის ახალი შექმნილი იყო და აღნიშნულთან დაკაშირებით არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. გამოძიება მიმდინარე საქმეზე 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურში და მოპოვებული იქნა კონკრეტული მტკიცებულებები. საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში, 2012 წლის იანვარში დაკავებული იქნა თელასის 5 თანამშრომელი, რომელთაც საბოლოოდ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, 5 მილიონი ლარის გადახდის საფასურად, აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეულ წინაპირობას იმისათვის, რომ ,,სააქციო საზოაგდოება თელასში’’ მოსალოდნელი იყო საკმაოდ მძიმე საგადასახადო შემოწმების ჩატარება, ამავდროულად ,,თელასში’’ შეიცვალა დირექცია, რაც კიდევ ერთი მაუწყებელია იმისა, რომ იქ საჭირო იყო საკმოდ ფუნდამენტალური შემოწმების ჩატარება, რაც 2006 წლის შემდეგ თელაში არ ჩატარებულა, სწორედ ამის გამო ,,თელასის’’ ხელმძღვანელობას შეექმნა შთაბეჭდილება და საკმაოდ საფუძვლიანი, რომ დაეწყოთ მოლაპარაკება ენერგეტიკის სამინისტროსთან შესაბამისი საგადასახადო მოლაპარაკების თაობაზე, აღნიშნულის გამო რუსული მხარის მიერ მიჩნეულ იქნა ორივე მხარისათვის მისაღები პიროვნება დევი კანდელაკი, რომელიც ჩართული იქნა ამ მოლარაკებაში. იმისათვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულიყო ნება, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას სახით, რომ საგადასახადო შეთანხმება შემდგარიყო, მოთოხვნილ იქნა 1 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის თანხა, შემუშავდა შესაბამისი სქემა ალექსანდრე ხეთაგურის მიერ ნიკა გვარამიასათვის დავალების შედეგად. სწორედ ამ ელიტურ კორუფციულ სექმაზეა საუბარი სისხლის სამართლის საქმეში’’-განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






