მინი სამრეცხაო – პრაქტიკული რჩევები
ეს საინტერესოა - 12:53, 28 Jul, 2014     5179
მინი სამრეცხაო, (“კერხერის” საოჯახო სამრეცხაო) შეუცვლელი ნივთია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც თავად სურს, შინ გარეცხოს ავტომანქანა, ხარისხიანად და რაც მთავარია დროის მინიმალური დანახარჯით.

მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა საჭიროა მე ვრეცხო ჩემი მანქანა, თუ ამას რამოდენიმე ლარის სანაცვლოდ ნებისმიერი ავტოსმრეცხაო გააკეთებს? ჩვენ შევეცდებით, ამ და სხვა შეკითხვებს ქვემოთ გავცეთ პასუხი.


მინისამრეცხაოს უპირატესობები

თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ გარემოში, მანქანის ღრუბელისა და სათლის (ვედრო) საშუელებით რეცხვა, არა მხოლოდ მოსაწყენი, არამედ საზიანოცაა. ვინაიდან, მანქანის ძარაზე არსებულ ქვიშის და სხვა მიკრონაწილაკებს ადვილად შეუძლია ღრუბელის ზუმფარად (შკურკა) გადაქცევა.

ასევე, თქვენ, მანქანას აღარ ანდობთ სხვას და მის რეცხვის პროცესსა და ხარისხს სრულებით გააკონტროლებთ. გასათვალისწინებელია ასევე გამოყენებული ქიმიური სარეცხი საშუალებების ხარისხი, საქართველოში კვლავაც ხშირია შემთხვევები, როდესაც სამრეცხაოები იყენებენ არა სპეციალიზირებულ უკონტაქტო ხსნარებს, არამედ კუსტარულ ხსნარებს, რომელიც შეიცავს კაუსტიკურ სოდას და ჭუჭყთან ერთად საღებავსაც აცლის მანქანის ძარას.

სამრეცხაოს პერსონალიც (ე.წ. მოიშიკიბი) ხშირად არ გამოირჩევიან არც პასუხისმგებლობის მაღალი დონითა და არც სანდოობით. არცაა გასაკვირი მათი ამგვარი დამოკიდებულება, ვინაიდან მათ ფაქტიურად უმძიმეს პირობებში უწევთ შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

რეხვის პროცესი

მაღალი წნევით რეცხვის, მინი სამრეცხაო, ნამდვილად გაგიადვილებთ საქმეს, მეტიც: მანქანის რეცხვის პროცესს სასიამოვნოდ აქცევს. იგი სულ რამოდენიმე ნაბიჯისაგან შედგება:

  1. გააზავეთ უკონტაქტო ხსნარი (უკონტაქტო შამპუნი) სპეციალურ სამარჯვ – ქაფ გენერატორში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დაიცვათ შეფუთვაზე მითითებული პროპორცია;
  2. ვარგებთ სამარჯვს, მინისამრეცხაოს და შემდეგ დაგვაქვს ქაფი ავტომობილის ძარაზე, საბურავებზე და მინებზე. ქაფის დატანაება აუცილებელია მოხდეს თანაბრად, ქვემოდან ზევით;
  3. ვიცდით რამოდენიმე წუთს, მაქსიმუმ 3-5. არავითარ შემთხვევაში, არ დაუშვათ ქაფის შეშრობა! გამხმარი ქაფის ჩამორეხვა, არანაკლებ რთულია ვიდრე ტალახის;
  4. იმ შემტხვევაში თუ ავტომობილი ძლიერაა დაბინჯურებული, მასზე შემხმარია ტალახი, ტყის თიხა ან თუნდაც ზეთის ლაქები, ხსნარის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია ტალახის პირდაპირ მოცილება წყლის ჭავლით და მხოლოდ ამის შემდეგ ქაფის მისხურება ავტომობილზე, რათა ავტომობილის ძარა გაირეცხოს და შეიინოს ბზინვარება;
  5. მას შემდეგ, რაც უკონტაქტო ხსნარი “შეჭამს” ტალახს, საჭიროა მისი ჩამორეცხვა მაღალი წნევის ჭავლით. ჩამორეცხვა ხდება, ზევიდან ქვევით, თანაბარი მოძრაობებით. ყურადრება მიაქციეთ საბურავებს და ძნელად შეღწევად ადგილებს, როგორებიცაა: სარკეები, საბარგულის მხარე და ა.შ.;
  6. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ძარის რეცხვას, შეგიძლიათ გარეცხოთ რეზინის ნოხები (ე.წ. კოვრიკები), მტვერსასრუტით დაასუფთავოთ სალონი და გამოიყენოთ საავტომობილო კოსმეტიკა.

სულ, ეს არის! მინი სამრეცხაო მნიშნელოვნად ადდვილებს ავტომობილის რეცხვას სახლის პირობებში, ზოგავს თქვენს დროს და ზრდის რეცხვის ხარისხს.

წყარო ukontakto.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42