კახიძე ამბობს, რომ ეს არის პოლიტკური ანგარიშსწორება, რომელსაც კონკრეტულ საკითხებთან საერთო არ აქვს.
"არ ვიცით, რა დატვირთვა აქვს მის დაბარებას, არ ვიცით, რა საქმეზე იბარებენ, არ ვიცით მტკიცებულებები. გამოძიება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით რაღაც სიურპრიზებს შემოგვთავაზებს და ჩვენ მზად ვართ ამ სიურპრიზებს სამართლებრივად დავუპირისპირდეთ. მზად ვართ ყველა შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებით დავიცვათ ჩვენი ინტერესები. უწყებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ საქმეზეა გამოძიება დაწყებული და რაზე უნდა გასცეს მოწმემ პასუხი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რაც შეეხება მოწმის გამოცხადება-არ გამოცხადების საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს საკუთარი თავის დამადანაშაულებელი ჩვენება. მიხეილ სააკაშვილზე თუ აქვთ მტკიცებულებები, უნდა წაუყენონ ბრალი და თუ უნდათ, რომ მოწმის სტატუსით დაიბარონ და ამ გზით მიიტყუონ საგამოძიებო ორგანოში, ეს არის უკანონო ქმედება. სრულიად ნათელია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არა დაინტერესებასთან, რომ კონკრეტული საკითხები გაარკვიონ", - აღნიშნა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






