მომხმარებელს ძეხვის ნაცვლად ფქვილიან ხორცს ყიდულობს
პოზიცია - 16:48, 20 Dec, 2012     1090

 

- ქალბატონო მადონა, თქვენ ყოველთვის აპროტესტებდით წინა ხელისუფლების დროს მეურნეობის, კერძოდ კი აგრარული კომიტეტის მუშაობას, შეიცვალა თუ არა სიტუაცია დღეს?


- იქიდან გამომდინარე, რომ ახალმა მთავრობამ სულ რაღაც თვე ნახევარია გადმოიბარა მართვის სადავეები, პირველ რიგში რაც ნამდვილად კარგი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აგრარული კომიტეტის ღია სხდომაზე მიიწვიეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის სამსახურმა წარმოადგინა წლიური ანგარიში საქართველოში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩვენი რეკომენდაციები და შეხედულებები გავაცანით, სურსათის უვნებლობის სამსახურმა სრული მზადყოფნა განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ასევე ბატონმა ზურა ჩხიტუნიშვილმა მოგვმართა, რომ მათთან ერთად ვიმუშაოთ პროდუქტის უვნებლობის კანონში ცვლილებების შეტანის დროს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე ხდება სწრაფი რეაგირება და სამთავრობო სექტორი დღეს-დღეობით სრული ხელშეწყობა გვაქვს იმის მხრივ, რომ ვაწარმოოთ სხვადასხვა ტიპის კვლევები, რაც წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად არ ხდებოდა.


- ამ დღეებში საკმაოდ აქტუალური იყო თბილისის ბაღებში მომხდარი მოწამლვის ფაქტი როგორი რეაგირება მოჰყვა ამას სურსათის უვნებლობის სამსახურისგან?

- შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც მივმართეთ მოწამლვის შესახებ ამ სამსახურს, მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს და შეამოწმეს თბილისის მასშტაბით არსებული ბაღები, საწარმო რომელიც დამნაშავე იყო დალუქულია და შეწყვეტილი აქვს მუშაობა, ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული შემოწმებები და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეძლებს თუ არა ეს საწარმო მუშაობის აღდგენას.


- რამდენად დაცულია დღეს მომხმარებელთა უფლებები დღეს და რამდენად უნდა ენდოს მომხმარებელი ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას?


- სამწუხაროდ დღეს-დღეობით იმაზე საუბარი დაცულია თუ არა მომხმარებელთა უფლებები დღევანდელ პირობებში ცოტა ნაადრევია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ სიტუაცია ნამდვილად გამოსწორდება, დღეს ხარისხის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა დღეს, ვინაიდან წინა ხელისუფლება თვლიდა, რომ მომხმარებელს თავად უნდა განესაზღვრა პროდუქტის ხარისხი, გამარტივდა სტანდარტიზაციის წესები, ვგულისხმობ საწარმოების სერთიფიცირებას, iso-22000 და ჰასაბს, ნებისმიერ საწარმოს შეუძლია შიდა სტანდარტებით აწარმოოს პროდუქცია, ამიტომ მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ხდებოდა მოტყუებული და მათი უფლებები სამწუხაროდ ხშირად ილახებოდა, თუმცა იმედი მაქვს ამ მხრივ ვითარება აუცილებლად შეიცვლება მომხმარებელთა სასიკეთოთ. ძნელია იმის თქმა რამდენად სანდოა ეტიკეტი, მაგრამ არსებობს პარამეტრი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დარღვეული, მაგალითად იგივე სახამებლის შემადგენლობა გოსტის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 5 % 100 კილოგრამზე, მაგრამ ეს სტანდარტი ხშირ შემთხვევებში დარღვეულია, თუ მაგალითად ავიღებთ ხორც-პროდუქტებს მომხმარებელს ძეხვის ნაცვლად ფქვილში შერეულ ხორცს ყიდულობს, ამიტომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო სამთავრობო კორპუსის მხრიდან, რადგან მათ მეტი ბერკეტი გააჩნიათ კონტროლისთვის, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ საბედნიეროდ საქართველოში არის ისეთი საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ კვლევის მოკლე ვადობის სისტემა და ამგვარ საწარმოებში ნაწარმოები პროდუქცია ნამდვილად უვნებელია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია ნამვილად სანდოა.


- როგორც ვიცი ,თქვენ მომხმარებელთა საჩივრებზეც მუშაობთ, რა სიტუაციაა დღეს? კმაყოფილდება თუ არა მათი სარჩელები?

- დღეს-დღეობით ჩვენთან შემოსული სარჩელებიდან არ არის დაკმაყოფილებული მხოლოდ ერთი სარჩელი, მინდა აღვნიშნო, რომ არიან არაკეთილსინდისიერი მომხმარებლები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი იმიჯი გამოიყენონ და დააბრუნონ ესა თუ ის გამოყენებული ნივთი, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ სანამ პრეტენზიით მივადგებით მწარმოებელს კარგად უნდა გავერკვეთ იმაში, თუ რამდენად ობიექტურია მომხმარებლის მიერ ფედერაციაში შემოტანილი საჩივარი.

- რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის სხვადასხვა პროდუქტზე უვნებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია?

- ეს საკითხი დღეს-დღეობით ძალიან მტკივნეულია და ასე რომ ვთქვათ აქილევსის ქუსლივითაა, თუ ვისაუბრებთ ჩვენს ფედერაციაზე ხშირად ვდებთ ინფორმაციებს ამა თუ იმ პროდუქტის მავნებლობასა და უვნებლობაზე, ვმართავთ ბრიფინგებს. ჩვენი მთავარი მოვალეობაა საზოგადოებას მივაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია უვნებლობის შესახებ და ეს არ აისახოს მხოლოდ ციფრებში, მომხმარებელმა უნდა იცოდეს რომელ პროდუქტში რა სახის ნივთიერებაა აღმოჩენილი, სურსათის უვნებლობის სამსახურიცა და არასამთავრობო სექტორიც ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი მუშაობა აფსოლუტურად გამჭვირვალე იყოს და უწყვეტ რეჟიმში მიეწოდოს საზოგადოებას დარღვევების შესახებ ინფორმაცია მასობრივი კომუნიკაციების საშუალებით.


- როგორც ვიცი, თქვენ მუშაობთ სილამაზის სალონებში და სტომატოლოგიურ კლინიკებში ფართოდ გავრცელებულ პრობლემებზე, კერძოდ კი ინვენტარის არასათანადო დეზინფიცირებაზე, რის შედაგადაც ხდება ადამიანთა დაინფიცირება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

- სამწუხაროდ დღეს-დღეობით რა პირობებში მუშაობს ეს ორი ესე ვთქვათ დაწესებულება ამაზე არ არსებობს სახელმწიფოს კონტროლი და მონიტორინგი, როდესაც მომხმარებელი შედის იგივე სალონში ის უნდა გამოვიდეს იქიდან გაჯანსაღებული და გალამაზებული და არა დაინფიცირებული, არასამთავრობო სექტორი მუშაობს ამ საკითხებზე და აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ გაკონტროლდეს სიტუაცია ამ ორ დაწესებულებაში. ჩვენს ფედერაციაში არასდროს არ ყოფილა შემოტანილი საჩივარი, რადგან ინფექციური დაავადების გამოვლენას სჭირდება რამდენიმე თვე და სამწუხაროდ მომხმარებელს ხშირ შემთხვევებში აღარ ახსოვს სად დაინფიცირდა, ამიტომ არ არსებობს არანაირი ციფრები და სამწუხაროდ დაინფიცირების შანსი ძალიან დიდია.


- და ბოლოს როგორც ვიცი თქვენი ფედერაცია აპირებს ვებ-საიტის გაკეთებაას, როდისთვის იქნება იგი მზად და რა სახით გამოიყენებს მას მომხმარებელი?


- ჩვენი საიტი რეორგანიზაციის სტადიაშია და ახალი წლიდან მომხმარებლს საშუალება ექნება განათავსოს საკუთარი პრეტენზია, აქვე დადებული იქნება ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები და ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობასა და კომუნიკაციას.

მარი ცინცაძე
სპეციალურად სააგენტო ,,ნიუპოსტისათვის“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42