კადიროვმა საზოგადოებას ამცნო თავისი სანქციების სიის შექმნის შესახებ, რომელშიც მოხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა.
,,დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება და რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სია იმ ადამიანების, რომელთა წინააღმდეგ განხორციელდება სანქციები. სიაში შეყვანილია აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროკავშირის თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში კეტრინ ეშტონი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი. 27 ივლისიდან ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს ეკრძალებათ ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზღვრის გადმოკვეთა. აგრეთვე გავეცი დავალება, გაყინულ იქნას ყველა მათი საბანკო ანგრიშები და აქტივები რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელებში განაცხადა.
ეს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის საპასუხო სვლა ევროკავშირისა და აშშ-ს მეთაურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ევროკავშირმა გამოაქვეყნა გაფართოებული სია, რომლის მიხედვითაც მასში შეყვანილ პირებს სხვადასხვა სანქციები და აკრძალვები დაუწესდათ უკრაინის მოვლენების გამო. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა
„შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის ხელმძღვანელი მიხაილ ფრადკოვი, უშიშროების საბჭოს წევრები ნიკოლაი პატრუშევი, ბორის გრიზლოვი და რაშიდ ნურგალიევი, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი. სანქციები ასევე დუწესდა „ФСБ“-ს გენერალს სერგეი ბესედის, დუმის დეპუტატს მიხაილ დეგტიარევს, კრასნოდარის გუბერნატორს ალექსანდრ ტკაჩევს.
ამასთანავე, სანქციები დაწესდა თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიმართებითაც. დონეცკის ე.წ. სახალხო გუბერნატორს პაველ გუბარევს, მის მეუღლეს ეკატერინას, ე.წ. თავდაცვის მინისტრს ფეოდორ ბერეზინს და სხვა პირებს. ევროკავშრის „შავ სიაში“ შეყვანილნი არიან „დონეცკის მებრძოლები“, „სამხრეთ -აღმოსავლეთის არმია“, „დონბასის ამბოხებულები“ და ბატალიონი „აღმოსავლეთი“.
„შავი სია“ კიდევ 15 ადამიანით გაიზარდა, ასევე დაემატა 18 კომპანია და ორგანიზაცია. სულ „შავი სია“ მოიცავს 87 ფიზიკურ პირს და 20 იურიდიულ პირს. მათ ეკრძალებათ 2014 წლის ნოემბრამდე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა, მათი აქტივები კი ევროპის ბანკებში აღმოჩენის შემთხვევაში გაიყინება.
მასალის გამოყენების პირობები






