„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მალაიზიური ავიაკომპანიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში დამნაშავეა“, - Reuters-ის ინფორმაციით ასეთი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშუა ერნესტმა გააკეთა.
„ჩვენ ვიცით, რომ Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი სამხედრო რაკეტით ჩამოაგდეს. იგი ჩამოვარდა რაიონში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთი დამნაშავეები არიან ამ ტრაგედიაში“, - განაცხადა ერნესტმა.
„ბოინგ 777“-მა უკრაინის ტერიტორიაზე კატასტროფა 17 ივლისს განიცადა. ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილთა შორის 80 არასრლუწლოვანი იყო, ასევე ეკიპაჟის 15 წევრი. დაღუპულთა უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე გახლდათ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






