The Economist - პუტინი საკუთარი ტყუილის ქსელში გაება
მსოფლიო - 14:12, 25 Jul, 2014     2661

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოსახლეობას საკუთარ თავს როგორც პატრიოტს, ისე წარმოაჩენს. თუმცა, იგი რეალურად მსოფლიო საზოგადოებრიობის, მეზობელი ქვეყნებისა და თავად რუსეთის მოსახლეობისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ წერს ჟურნალი The Economist, რომელიც თვლის, რომ რუსეთის მოსახლეობა პუტინის მიერ წარმოებული ანტიდასავლური პროპაგანდის მსხვერპლია.


მართალია, ბევრს მსოფლიოში, ანგარების ანდა თვითმოტყუების გამო, არ სურს დაინახოს ვლადიმერ პუტინის რეალური სახე, მაგრამ ფაქტია, რუსეთის პრეზიდენტი საშიშროებას წარმოადგენს და თუ მსოფლიო ამას წინ არ აღუდგება, წინ უარესი მევლენები გველის, - წერს ჟურნალი.


"მისტერ პუტინი საკუთარი ტყუილის ქსელში გაება - როდესაც მისმა ხელქვეითებმა შექმნეს მითი "კიეველ ფაშისტებზე" და სამი წლის ბიჭუნას "ჯვარცმაზე", რუსი ობივატელის თვალში პუტინის რეიტინგი 30%-ით გაიზარდა. და 80-ს გადააჭარბა. საკუთარი ხალხის სიცრუის მეშვეობით "გამოღვიძების" შემდეგ "მეფეს" აღარ შეუძლია ტყუილიდან თავის დაღწევა, იგი ვეღარ განაცხადებს, რომ მაგალითად, უკრაინის ხელისუფლება არც ისე ცუდია. ვერც იმ სიტყვებს წაიღებს უკან, რომ "დასავლეთი მტერია, რომელსაც რუსეთის განადგურება სურს. ასე რომ, შინ ნათქვამი ტყუილი განაპირობებს მის ზღვარგადასულ მოქმედებებს საზღვრებს გარეთ," - წერს The Economist.


გამოცემა თვლის, რომ პუტინი პირდაპირ კავშირშია მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან.

"თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბირთვს წარმოადგენენ არა სეპარატისტები, არამედ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან ან იყვნენ რუსული სპეცსამსახურების წევრები. მათმა ყოფილმა კოლეგა პუტინმა დააფინანსა ომი, შეაიარაღა ისინი ტანკებით, არტილერიით, და "დედამიწა-გაერი" ტიპის რაკეტებით. სასხლეტს თითი სეპარატისტებმა გამოჰკრეს, მაგრამ ძაფი პუტინმა გამოქაჩა," - წერს The Economist.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42