მალაიზიის ბოინგის კატასროფის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა იძულებული გადაეხედა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გამო არსებული სიტუაციისათვის.
ამ კონტექსტში უფრო და უფრო ცინიკურად გამოიყურება საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო გემ "მისტრალის" მიყიდვის საკითხი - გადასცე სტრატეგიული შეიარაღება ქვეყანას, რომელიც თავისი ქმედებებით ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო პირთა მასობრივ მკვლელობას.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ რამოდენიმე ხნის წინ გაკეთებული განცხადებამ - გადავცემთ ერთ "მისტრალს" და მერე ვნახოთ რა მოხდება, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, პუტინის რუსეთისათვის თუნდაც ერთი "მისტრალის" გადაცემა დამატებით საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებს, რომლის ტერიტორიებთან ახლოსაც იცურებს ეს გემი.
ამასთან, "მისტრალის" მიყიდვა არამარტო პოლიტიკური და უსაფრთხოების ხასიათის პრობლემას ქმნის. აქ იურიდიული პრობლემებიცაა. აღნიშნული საკითხები უკვე დააყენა უკრაინის მხარემ.

საუბარია "მისტრალის" საექსპორტო ლიცენზიის გაცემის შეუძლებლობაზე, რადგან ამით ირღვევა მთელი რიგი კრიტერიუმები, რომელსაც შეიცავს ევროპის საბჭოს "საერთო პოზიცია N2008/944/CFSP", სადაც განსაზღვრულია სამხედრო ტექნოლოგიებისა და დანადგარების ექსპორტის საკითხები.
ჯერჯერობით მსოფლიო საზოგადოებას არ მოუსმენია არც ფრანგული მხარისა და არც ევროკავშირის ოფიციალური კომენტარები ზემოთ მოყვანილ შეუთავსებლობებზე. ეს გაუგებარია, რადგან "მისტრალების" მიყიდვა არამარტო საფრთხეს უქმნის უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - პოლონეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს, არამედ არსებობს დიდი რისკი, რომ განხორციელდეს ქნმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს გენერალური ასამბლეის 68/262 რეზოლუციას - "ქვეყნებმა უარი უნდა თქვან საექპორტო ლიცენზიის გადაცემაზე, თუ არსებობს რისკი, რომ მიმღები მხარე გამოიყენებს ტექნოლოგის ან დანადგარს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ან თავისი ტერიტორიული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად.
მასალის გამოყენების პირობები






