რაზე გაურიგდა ხელისუფლება ჯოზეფ ქეის უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად
სამართალი - 15:35, 24 Jul, 2014     2420

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავრობა ჯოზეფ ქეის მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას შეჰპირდა. ამის შესახებ უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც “ტელეიმედისა” და რიყის გასხვისების საქმეზე ჯოზეფ ქეი „სკაიპის“ მეშვეობით დაიკითხა.

„ჯეოზეფ ქეის შეჰპირდა საქართველოს მთავრობა, რომ ამ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ ის მიიღებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, რომელიც ეკუთვნის პატარკაციშვილების ოჯახს. პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უზენაეს სასამართლოში ჯოზეფ ქეი გაიმარჯვებს. თუმცა, ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, მოხდა ამის შეყოვნება. სავარაუდოდ, ამ ჩვენებაზე დაყრდნობით, რომელიც გახლავთ ცრუ, ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში. ეს არსება არის ცრუ მოწმე, რომელიც საფასურად იღებს მეტალურგიულ ქარხანას. ხელისუფლება ისე დაბნელებულია ამ ბოღმით, რომ არ ადარდებს იმ ადამიანების სიდუხჭირე, ვინც ამ ქარხანაში მუშაობს“, - განაცხადა უგულავამ.

საქალაქო სასამართლოში “ტელეიმედისა” და რიყის გასხვისების საქმეზე პროცესი 14:00 საათზე დაიწყო.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42