პარიზში უხუცესი ქართველი ემიგრანტი თეო კედია გარდაიცვალა
საზოგადოება - 14:20, 24 Jul, 2014     8404
პარიზში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ძველი წარმომადგენელი, ქალბატონი თეო კედია-ჩიჯავაძე. თეო კედიას მშობლები იყვნენ მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ დამფუძნებლი, სპირიდონ კედია და სოფიო ჩიჯავაძე, რომელიც სათავეში ედგა თბილისის ქართულ გიმნაზიას.

თეო დაიბადა 1921 წ. 16 იანვარს, თბილისში. ორი თვისა იყო, როდესაც რუსული ოკუპაციის შედეგად, დაემხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა. სპირიდონ კედია მთავრობასთან ერთად უცხოეთში არ წასულა. იგი სამშობლოში დარჩა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური გახდა.

სპრიდონ კედია 1922 წელს დააპატიმრეს, ერთი წელი ციხეში ამყოფეს, შემდეგ კი უცხოეთში გაასახლეს. როგორც სოფიო ჩიჯავაძე-კედია იგონებდა, ,,თეომ ციხის გზაზე აიდგა ფეხი.“

დედა-შვილმა საზღვარგარეთ მხოლოდ 1928 წელს გააღწიეს. დიდი წვალებით ჯერ ბერლინში, ხოლო იქიდან პარიზში, სპირიდონთან ჩავიდნენ.

სიცოცხლი ბოლომდე სპირიდონ კედიას ერთგულ მეგობრად დარჩა დიდი ქართველი, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც საფრანგეთში კედიების ოჯახსაც ხშირად სტუმრობდა. პატარა თეოს უთქვამს: ,,მარტო ქაქუცა სამშობლოს ვერ გაანთავისუფლებს, თუ ჯარს შექმნის, მე ამოვუდგები მხარში და ვუშველიო.“ ამის შემდეგ ქაქუცა თეოს ,,ბელადის ბელადს“ ეძახდა და მისი ნათლიაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბავშვის მონათვლა ქაქუცას გარდაცვალებამდე ვერ მოხერხდა. თეო გენერალმა გიორგი კვინიტაძემ და მისმა ქალიშვილმა მონათლეს. ნათლობის რიტუალს პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მოძღვარი გრიგოლ ფერაძე ასრულებდა.

თეო კედია-ჩიჯავაძე პროფესიით მუსიკოსი იყო. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი პროფესორები ლაზარ ლევი და ივ ნატი.

თეოს ოჯახი არ შეუქმნია. სპირიდონის სიცოცხლეში ის დედ-მამასთან ერთად სოფელ კლამარში ცხოვრობდა. აქ მდებარეობდა გიორგი მაჩაბლის ცნობილი ფირმის ,,პრინცი მაჩაბლის“ ფრანგული ფილიალი, რომელსაც სათავეში სპირიდონი ედგა. სპირიდონს ამ კომპანიიდან წილი არ არგუნეს და მისი ოჯახი უსახლკაროდაც დარჩა. ცოტა მოგვიანებით დედა-შვილს პარიზის მერიამ მუნიციპალური ბინა გამოუყო, სადაც ქალბატონი თეო დღემდე ცხოვრობდა და საქმიანობდა. იგი რუდუნებით უვლიდა და ინახავდა ისტორიულ მემკვიდრეობას - მამის პირად არქივს, რომელიც საქართველოს ახლო წარსულის ძვირფასი პირველწყაროა. ,,ქალბატონმა თეომ საქართველოს შემოუნახა ძვირფასი ისტორიულ მემკვიდრეობა - სპირიდონ კედიას პირადი არქივი, რომელიც თავისი ხელწერილით 2005 წელს მე ჩამაბარა. მასალის ერთი ნაწილი თბილისში ჩამოვიტანეთ, დავამუშავეთ და წიგნადაც გამოვეცით. არქივის მეორე ნაწილი, რომელიც ქალბატონ თეოს სიცოცხლეში მასთან უნდა დარჩენილიყო, მისივე ანდერძის თანახმად, მე უნდა გადმომეცეს“, - წერს ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, რომელსაც ეკუთვნის კვლევა ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ისტორიის შესახებ.

თეოს დედამ, ქალბატონმა სოფიო ჩიჯავაძე-კედიამ 106 წელი იცოცხლა. პარიზის მაშინდელმა მერმა ჟაკ შირაკმა იგი ქალაქის უხუცეს მოქალაქედ გამოაცხადა. ქალბატონ სოფიო ჩიჯავაძე-კედიას ეკუთვნის შესანიშნავი წიგნი ,,ნასმენ-ნახული“, სადაც სპირიდონ კედიას მეუღლე მე-20 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებზე მოგვითხრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42