ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების გამო სამი პირი დააკავეს
სამართალი - 13:23, 24 Jul, 2014     2229

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დავით თაბაგარი, ამირან ცინაძე და მოჰამად რეზა ჯალალი დააკავეს. ამის შესახებ, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დავით თაბაგარმა, ამირან ცინაძემ და მოჰამად რეზა ჯალალმა იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხა არ გადაეხადათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ და ხადაზმული ასაკის მქონე პირებს სხვადასხვა შპს - ები დააფუძნებინეს. აღნიშნული შპს-ეები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნარონი არიან და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სცადეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისება. აღნიშნული საწარმოების სახელით, ირანის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირებული იქნა დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტი ბიტუმი, საქონლის განბაჟებიდან კანონით დადგენილი ვადის, 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნულმა პირებმა არ გადაიხადეს იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 345 774 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური კვლავ აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად", - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42