რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ხუმრობა უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
„ეს ხუმრობაა, ევროკავშირი არაფერს მოიმოქმედებს მანამდე, სანამ არ გახდება დამოუკიდებელი რუსეთის ენერგეტიკისგან. მანამდე ისინი მხოლოდ ისაუბრებენ“, - განაცხადა მაკკეინმა.
ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ეროკავშირის უმოქმედობის ფონზე დიდმა ბრიტანეთმა თავად უნდა იმოქმედოს და რუსეთს საბანკო შეზღუდვები დაუწესოს. თუმცა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სიმტკიცე არ ეყოფა ამისათვის, რადგან მას სურს, რომ ეს თანხა ლონდონში იყოს აკუმულირებული.
ევროკავშირი დღეს განიხილავს ახალი სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის სიტუაციასთან მიმართებით.
გუშინ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტტინგერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მიწოდებული გაზი და საწვავი არ უნდა გახდეს სანქციების ობიექტი.
ამასთანავე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციების გატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ამასთანავე, მისივე თქმით, ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად არის აუცილებელი.
21 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა ევროპას სანქციების მესამე ეტაპის დაწყებისკენ მოუწოდა: „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე, ეროპულ კაპიტალზე, ევროპულ სამეცნიერო საკითხებზე და ტექნოლოგიებზე, სანამ იგი კონფლიქტს ამწვავებს მეზობელ ევროპულ ქვეყანაში“- განაცხადა კემერონმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






