„ხელისუფლების სიფრთხილე რუსეთთან მიმართებით, ლაჩრობის სტადიაში გადადის“
პოზიცია - 10:51, 24 Jul, 2014     3588

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებზე, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასა და მორატორიუმის პერიოდში საქართველოს ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებაზე „ნიუპოპსტს“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ესაუბრა.

ზურაბ ხარატიშვილი საუბრისას ასევე შეეხო უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ავიაკომპანიის „ბოინგ-777“-ის ჩამოვარდნის საკითხს და აღნიშნულზე საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის რეაქციას:

- ბატონო ზურაბ, პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან შვიდი მინისტრი გაათავისუფლა და დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ცვლილებები კვლავ არის მოსალოდნელი, როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი გადაწყვეტილება?

- ერთი შეხედვით რაც ჩანს გარეშე ადამიანისთვის, რომელიც შიდა სამზარეულოში არ არის გარკვეული, ალბათ პირველი შთაბეჭდილება ის არის, რომ პრემიერმინისტრი იმყარებს პოზიციებს კოალიციაში და საკუთარი კადრებით აკომპლექტებს იმ ნაწილს პორტფელებისა, რომელიც მოცემულ მომენტში შედარებით ნაკლებად სენსიტიური და ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა, თითოეული მინისტრის პორტფელს გარკვეული წონა და მნიშვნელობა რა თქმა უნდა აქვს. ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტს შეეხო მეორე ეშელონის დონეზე.

ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეს არის პლატსდარმის მომზადება პირველი ეშელონის მინისტრებისთვის, ანუ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პოზიციებისთვის, იმიტომ, რომ გარკვეული ცვლილებების შედეგად ლიმიტი, რომელიც შეეხება პორტფელების შეცვლას, რომელიც მოითხოვს პარლამენტიდან ხელახლა დამტკიცებას, გარდა პოზიციების გამტკიცებისა, ალბათ შეეხებოდა იმ მიზანსაც, რომ ეს ლიმიტი ჩამოვიდეს ნულზე.

ეს საშუალებას მისცემს მას, რომ შემდგომში სამი-ოთხი მინისტრი ისე შეცვალოს, რომ მისი ნდობის საკითხი პარლამენტში არ დადგეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება გახდეს. ძირეულ ბლოკში მინისტრთა პორტფელები კოალიციის ისეთ ძალებს უკავიათ, რომ თუ მათი შეცვლა მოხდებოდა და პრემიერმინისტრის ნდობის საკითხიც დადგებოდა, შეიძლება ეს თემა ბევრად მძიმედ წასულიყო და გაჭედილიყო. ახლა ზღვარმა დაიწია ნულზე, რაც გარკვეულ სივრცეს აძლევს პრემიერმინისტრს სამი-ოთხი მნიშვნელოვანი მინისტრი ისე შეცვალოს, რომ პარლამენტში მისი ნდობის საკითხი არ დადგეს.

- როგორც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, როგორ შეაფასებთ საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და მეორე ტურს?

- არჩევნები ცალსახად შეიძლება იქნას მიჩნეული, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ბერკეტი და ყველა რესურსი იმისათვის, რომ მიეღწია შედეგისთვის და ყველა ნაბიჯი ვერ ვიტყოდი, რომ კანონის ფარგლებში ჯდებოდა. ძალიან ხშირად პოლიტიკური პროცესები, რომელიც მან წაიყვანა საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში, ძალიან ხშირად წელსქვევით დარტყმებსაც ჰქონდა ადგილი და იყო შემთხვევები, როცა კანონდარღვევებიც იკვეთებოდა. სამართლებრივი პროცედურების გამოყენება შერჩევით ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული.

მარტივი და თვალსაჩინო მაგალითია, რომ უგულავას ბრალი წაეყენა იმაში, რომ ის ზეწოლას ახდენდა მარნეულის საარჩევნო ოლქის წევრებსა და მის თავმჯდომარეზე და ამ დროს საერთოდ დაავიწყდათ სამართალდამცავებს, რომ წლინახევრის წინ ზუსტად იმავე თავმჯდომარეზე და კიდევ 30-მდე სხვა თავმჯდომარესა და კომისიაზე თავიანთი წევრები ახდენდნენ ზეწოლას უფრო მძიმე და უხეში ფორმებით. როცა შენს 30 შემთხვევას ვერ დაინახავ და ერთს დაინახავ სხვისას, რაიმე სამართალსა და სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი არ არის. ასეთი პროცესები ბევრი იყო. ასე რომ მე ვფიქრობ, დემოკრატიის თვალსაზრისით ეს არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

- რადგან გიგი უგულავას საკითხს შევეხეთ, როგორ ფიქრობთ, მაშინ, როცა მორატორიუმი იყო გამოცხადებული, რამდენად მისაღები გახლდათ გიგი უგულავას დაკავება?

- გიგი უგულავას დაკავება და ბრალის წაყენება დაიწყო ფინანსურ თემაზე და პოლიტიკური დაკავების ფორმა მიიღო. ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავება, შერჩევითი სამართალი და ამ თვასაზრისით ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში. აქ დიდი რაციონალური გათვლა იყო, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი მისი მომხრეებისა ჯერკიდევ მოითხოვს მკაცრი ზომების მიღებას, განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლბის ლიდერების მიმართ.

ამ ნაბიჯმა გაააქტიურა მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ იმ ამომრჩევლების, რომლებიც მოითხოვენ წინა ხელისუფლების ლიდერების დაკავებას. მე ვფიქრობ, ეს მიდგომა იყო საკმაოდ რაციონალურად გათვლილი და პრაქტიკულად მეორე ტურში მაღალი აქტივობა ალბათ ამითიც იყო განპირობებული, როგორც პუტინის პოპულარობა და რეიტინგი იზრდება იმ მოქმედებებით, რომელსაც ახლა აქვს ადგილი რუსეთსა და უკრაინაში, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით ეს ძალიან ნეგატიური და უარყოფითი პროცესია, პრაქტიკულად აქ შეიძლება პარალელის გავლება.

- დღეისათვის ყველაზე რეზონანსულ საქმედ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება ითვლება. როგორ ფიქრობთ, საქმე გვაქვს მკვლელობასთან, თვითმკვლელობასთან თუ უბედურ შემთხვევასთან?

- თვითმკვლელობაზე ალბათ უკვე აღარავინ აღარ საუბრობს, ნატურიდან გამომდინარე, ძლიან ბევრი ისეთი ეპიზოდია, რომელიც მიუთითებს, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, იმის შემდეგ, რომ ეს ტრაგედია მოხდა, არის ის, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როდესაც საქმე აღძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, იმ ფონზე, როცა აშკარად ჩანს, ვიღაცის მცდელობა, ეს გარდაცვალება ყოფილიყო თვითმკვლელობის მსგავსი.

მისი სიკვდილი ბევრს აწყობდა, ახალი მედიის შექმნა, რომელსაც ის ცდილობდა, თავისთავად ძალიან საშიში პროცესია, გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის, იმ ფონზე, რომ მას პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდა და როგორც ვიცი ბევრი პოლიტიკური ძალა მასთან გარკვეულ მოლაპარაკებებს იწყებდა და ეს ყველაფერი ერთად, მედიარესურსი, რომელსაც ის აპირებდა და ის იყო ალბათ საუკეთესო მედიამენეჯერი საქართველოში, მას ეს პოტენციალი ჰქონდა, შედეგად ის ადრეულ ეტაპზევე მოიშორეს თავიდან.

- საერთაშორისო საზოგადოება და თანამეგობრობა შეაძრწუნა უკრაინაში მალაიზიური ავიაკომპანიის ბოინგის ჩამოვარდნამ, საერთაშორისო არენაზე საუბრობენ, რომ აღნიშნულ ტრაგედიაში რუსული კვალი იკვეთება, თქვენი აზრით, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს 298 ადამიანის დაღუპვის საქმეში?

- ბოინგის ჩამოგდებაზე განსხვავებული აზრი ნაკლებად არის, ის, რომ პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ პრორუსმა ტერორისტებმა ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი, ეს ეჭვს არ იწვევს, თუმცა, რუსეთის პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ მის მიერ იყო მიწოდებული ისეთი შეიარაღება, რომელსაც შეეძლო 10 ათას მეტრზე თვითმფრინავის ჩამოგდება. გარკვეულ წილად ეს საჰაერო ტრასები, როემელიც 10 ათას მეტრზე მაღლა არის, დღემდე არის როგორც ავღანეთის თავზე, ისე სირიის თავზე, ანუ ცხელი წერტილების თავზე თვითმფრინავები მაღალი ტრაექტორიით დაფრინავენ.

ასეთ საშუალო და დიდ საზენიტო დანადგარს მხოლოდ ფლობენ ერთეული რაოდენობის ქვეყნები და ისინიც მათ მკაცრად აკონტროლებენ. არავის არ მოუვიდა აზრად, რომ რუს ტერორისტებს შეიძლებოდა ასეთი საზენიტო დანადგარები ჰქონოდათ და ეს შეიძლება ყოფილიყო მიწოდებული რუსეთის მხრიდან. უკრაინის ძალებს ეს „ბუკები“ არ დაუკარგავთ და შესაბამისად ეს მიაწოდა რუსეთმა, შედეგად მასზეა პასუხისმგებლობა. მას რომ ეს არ მიეწოდებინა, ვერც ჩამოაგდებდნენ. რუსეთს თავისი კანონები აქვს, დღევანდელ საბრძოლო მოქმედებებში ძალიან მნიშვნელოვანია ავიაციის როლი და ის, რომ უკრაინა ავიაციას იყენებდა და საკმაოდ წარმატებითაც, ომის ლოგიკით რუსეთმა ამ სეპარატისტ ტერორისტებს მიაწოდეს ის დანადგარები, რომლებიც ამ თვითმფრინავების ჩამოგდებას შეძლებდნენ. ეს ძალიან რთულად სამართავი დანადგარებია და დიდ პრაქტიკას მოითხოვს.

- ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მომხდარ ტრაგედიაში არაადეკვატურ რეაქციაში სდებრს ბრალს, რა რექცია უნდა ჰქონოდა საქართველოს მმართველ გუნდს ან რა განცხადებები უნდ გაეკეთებინა მთავრობას?

- მე ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დროში, ტაქტსა და ტონალობაში თუნდაც ყველაზე თავშეკავებული ევროპელი ლიდერების განცხადებებს, რაც უკვე საკმაოდ საგანგაშო თემაა და ვფიქრობ, ის, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მერე იქნება შედეგი, ეს უკვე პოლიტიკური უნიათობისკენ მიუთითებს და სურვილს იმისას, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ არავითარი განცხადება არ გაკეთდეს, იმ დროს, როცა მთელი ცივილიზებული საზოგადოება ღიად სდებს ბრალს რუსეთს და პირადად პუტინს ამ ტრაგედიაში. ასე რომ ისეთ სიფრთხილეზეა საუბარი, როემელიც უკვე ლაჩრობის სტადიაში გადადის.

- რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ამ კუთხით?

- ჯერჯერობით ზაფხულია და მიდის მსჯელობა და კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და პირებთან იმისათვის, თუ როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური აქტივობა, ამ არჩევნებმა გარკვეული რეალობა ჩამოაყალიბა და პრაქტიკულად ახლა ხდება ის პროცესი, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ რეალობის გააზრებას აკეთებს და მის შესაბამისობაში დალაგებას. პირადად მეც და ჩემი თანამოაზრეებიც ამ პროცესში ვართ ჩართული.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42